Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player




  
  ქალაქში მომრავლებული ავტომობილებისა და პარკირების ადგილების სიმცირის გამო, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოებსა და სხვადასხვა დაწესებულებებში ძალზედ მომრავლდა და აქტუალურია შლაგბაუმის გამოყენება,შლაგბაუმს კი ესაჭიროება სამართავი პულტი, რომლის შემცვლელიც ქარხნულად მოყვება აუდის მარკის ავტომობილების დიდ ნაწილს. საუბარია აუდის უნივერსალურ დისტანციურ რადიომართვად სისტემაზე - HOME LINK!
სისტემა საშუალებას იძლევა ავტომობილიდან გადმოსვლის გარეშე გავაღოთ/დავკეტოთ კარი, ვმართოთ სახლის განათება და ა.შ.
ჩემი აუდის შეძენისას შევამჩნიე რა, ინტერიერში არსებული ეს ღილაკები, მივხვდი თუ რა დანიშნულებისთვის იყო ის, მაგრამ არ მქონია მისი გამოყენების საჭიროება, ვიდრე ჩემი კორპუსის ეზოშიც არ დამონტაჟდა შლაგბაუმი. შლაგბაუმის დამონტაჟებიშ შემდეგ, გადმოგვეცა ბრელოკები (პულტი), მაგრამ საინტერესო იყო თუ რამდენად იმუშავებდა აუდის ეს სისტემა, ჩვენს ქალაქში გავრცელებულ შლაგბაუმებთან, რაც ძალზედ მარტივი და მოსახერხებელი აღმოჩნდა.


   გადამცემის პროგრამირება

 უნივერსალური დისტანციური სისტემის პროგრამირება ხდება როგორც მზისგანდამცავზე არსებული ღილაკებით, ასევე ავტომობილის წინა ბამპერიდან (სადაც განთავსებულია გადამცემი).

მზისგანდამცავი

თანმიმდევრობა

  1. ♒ გადაწიეთ გასაღები (ე.წ. ზაჟიგანია)/ავტომობილის დაქოქვა არ არის სავალდებულო.
  2. ♒ დააჭირეთ მზისგანდამცავზე არსებული სამი ღილაკიდან პირველ ორს (ვიდრე არ დაიწყებს ციმციმს შუქდიოდი (სავარაუდოდ 20 წამი)).
  3. ♒ დააჭირეთ და არ გაუშვათ იმ ღილაკს თქვენ პულტზე, რომელიც გსურთ რომ დააპროგრამოთ (მაგალითად შლაგბაუმის გახსნის).
  4. ♒ დაელოდეთ, ვიდრე არ აციმციმდება შუქდიოდი. ამის შემდეგ იწყება სისტემის 5 წუთიანი პროგრამირების ეტაპი.
  5. ♒ გადმოდით ავტომობილიდან, დადექით მის წინ თქვენი შლაგბაუმის პულტით ხელში.

წინა ბამპერის მხარე

წინა ბამპერის მხარე

თანმიმდევრობა

  1. ♒ დაიჭირეთ ორიგინალი პულტი დაახლოებით 0-30 სმ–ის მოშორებით წინა ბამპერიდან.
  2. ♒ დააჭირეთ პულტზე შლაგბაუმის გახსნის ღილაკს (არ აუშავათ რამოდენიმე წამით).
  3. ♒ როდესაც ავტომობილის რადიოსამართავი სისტემა დაიჭერს თქვენი პულტის სიხშირეს, ამ დროს უნდა აციმციმდეს ავტომობილის სინათლეები (თუმცა ჩემ შემთხვევაში ასე არ ქნა).


   ამ სისტემის პროგრამირების სხვადასხვა ახსნაა ინტერნეტში, როგორც ჩანს სხვადასხვა მოდელებისა და სისტემებისათვის, ჩემს შემთხვევაში კი ძალზედ მარტივად დაპროგრამდა იგი, კერძოდ:

1. მზისგანდამცავზე არსებული 3 ღილაკიდან დავაჭირე პირველ ორს, ვიდრე არ აციმციმდა შუქდიოდი (ამით განულდა მახსოვრობა).
2. დავაჭირე მზისგანდამცავზე არსებულ პირველ ღილაკს და არ ავუშვი, პარალელურად დავაჭირე შლაგბაუმის გახსნის ღილაკს (ასევე არ ავუშვი)...რამოდენიმე წამში ავტომობილმა დაიჭირა შლაგბაუმის გახსნის სიგნალი და მაშასადამე ავტომობილის მზისგანდამცავზე არსებული ღილაკი დაპროგრამდა შლაგბაუმის გაღებისათვის.
3. ანალოგიურად, დავაჭირე ავტომობილის მზისგანდამცავის მეორე ღილაკს, პარალელურად შლაგბაუმის დაკეტვის ღილაკს და აქაც, მოხდა სიგნალის დაჭერა და მეორე ღილაკი დაპროგრამდა შლაგბაუმის დასაკეტად.




შენიშვნებისა თუ დახმარებისათვის მოგვწერეთ ელ–ფოსტაზე ან Facebook გვერდზე.

AUDI-ს შესახებ l საიტის წესები l პარტნიორობა l კონტაქტი


Developed and maintained by IKART SPACE
(c) 2011-2016, All Rights Reserved