დახურვა [X]
მოიწონეთ ჩვენი გვერდი:
MyAudi.Ge

ვებ-გვერდის მოხმარების წესები

საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ქვემოთ მოყვანილ წესებს

ტერმინთა განმარტებანი:
"საიტი"- ვებ გვერდი http://www.myaudi.ge
"ადმინისტრაცია"- ვებ გვერდი http://www.myaudi.ge-ს მმართველები".
"მომხმარებელი"- ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს საიტის მომსახურებით, ანთავსებს განცხადებას, ან ეძებს სასურველ ავტომობილს.
"განცხადება"- ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია გასაყიდი ავტომობილისა თუ ავტონაწილის შესახებ.
1. შეთანხმების ძირითადი პირობები.
1.1 ადმინისტრაცია არ არის არცერთი გარიგების ორგანიზატორი, თანამონაწილე, გამყიდველი ან მყიდველი. საიტი არის შუამავალი, რომელიც ეხმარება გამყიდველს და მყიდველს დაუკავშირდნენ ერთმანეთს.
1.2 ადმინისტრაცია უზრუნველყოფს განცხადებების განთავსებას ზუსტად შესაბამის განყოფილებაში, რაც მომხმარებელს ეხმარება პროდუქციის ადვილად მოძებნაში.
1.3 ადმინისტრაცია არ ეკუთვნის საიტზე განთავსებული არცერთი პროდუქტი და არ ფლობს არანაირ დამატებით ინფორმაციას მათი რეალური მდგომარეობის შესახებ.
1.4 განცხადებაში მითითებული სატრანსპორტო საშუალების ხარისხი, უსაფრთხოება, კანონიერება და აღწერასთან შესაბამისობა არ კონტროლდება მმართველი კომპანიის მიერ.
1.5 საიტზე განთასებული ინფორმაცია ემსახურება მომხმარებლის პროდუქციის რეალიზაციას და კონტაქტის დამყარებას სხვა მომხმარებელთან.
1.6 ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი საიტზე პირად ინფორმაციას ანთავსებს თავისი სურვილით, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.
1.7 საიტზე ინფორმაციის განთავსებისას ავტორი ეთანხმება, რომ ინფორმაცია იქნება ღია და ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება მისი ნახვა.
1.8 გამომდინარე 1.7 პუნქტიდან მომხმარებელი თავის თავზე იღებს ყველა რისკს დაკავშირებულს ამ ინფორმაციის გავრცელებასთან.
1.9 საიტზე განთავსებულ ინფორმაციას არ აქვს იურიდიული ძალა, მომხმარებელი ვალდებულია ნებისმიერი ფინანსური გარიგების წინ გადაამოწმოს ინფორმაციის სისწორე.
2. განცხადების განთავსება
2.1 მომხმარებელს არ აქვს უფლება საიტზე განათავსოს განცხადება, რომლის შინაარსიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
2.2 გასაყიდი აუდის თუ მისი ნაწილის შესახებ განცხადების საიტზე განთავსებით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე წესებს.
2.3 საიტზე განცხადების დამატების უფლება აქვს ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, გარდა 18 წლამდე ფიზიკური პირებისა.
2.4 მომხმარებელი ვალდებულია საიტის ინსტრუქციების მიხედვით განათავსოს სრული ინფორმაცია გასაყიდი სატრანსპორტო საშუალების და შეთანხმების პირობების შესახებ. ამასთან, განცხადებაზე ატვირთული ფოტოები უნდა იყოს მხოლოდ სარეალიზაციო სატრანცპორტო საშუალების ამსახველი. აკრძალულია განცხადებაში სატრანსპორტო საშუალების ფოტოსაგან განსხვავებული ვიზუალის ატვირთვა (მათ შორის, ატვირთული ფაილი არ უნდა იყოს: კომპანიის ლოგო, სხვა ნივთის ამსახველი ფოტო, ფოტოზე დატანილი ავტორის ვებ გვერდის, ტელეფონის ნომრის, პროდუქტის ღირებულების, შეთავაზებული მომსახურებისა თუ სხვა სახის გარეშე ინფორმაციის შემცველი).
2.5 განცხადების განთავსებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ მას აქვს განცხადებაში მითითებული სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის უფლება.
2.6 განცხადებების რაოდენობა სხვადასხვა ავტომობილისათვის შეუზღუდავია.
2.7 მომხმარებელს შეუძლია განათავსოს განცხადება სატრანსპორტო საშუალების თუ ნაწილის შესახებ.
2.8 განცხადება არ უნდა :
2.8.1 იყოს მცდარი, არაზუსტი და არ უნდა შეჰყავდეს შეცდომაში მომხმარებელი.
2.8.2 ემსახურებოდეს თაღლითობას, ტყუილს ან ნდობით ბოროტად სარგებლობას.
2.8.3 შეიცავდეს ინფორმაციას მოპარული, ან ყალბი პროდუქციის ყიდვა-გაყივდის შესახებ.
2.8.4 ეხებოდეს მესამე პირის მატერიალურ და არამატერიალურ საკუთრებას, არ უნდა არღვევდეს მესამე პირის პირად უფლებებს.
2.8.5 შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც შელახავს მესამე პირის ღირსებას ან ბიზნეს რეპუტაციას.
2.8.6 შეიცავდეს რელიგიური, ეთნიკური, თუ სხვა სახის უმცირესობათა დისკრიმინაციას.
2.8.7 შეიცავდეს მუქარას ვინმეს მიმართ.
2.8.8 მოუწოდებდეს კრიმანალური ქმედებისაკენ.
2.8.9 უწევდეს მხარდაჭერას, ან პროვოცირებდეს ტერორისტულ და ექსტრემისტულ ქმედებებს.
2.8.10 შეიცავდეს პორნოგრაფიულ შინაარსს.
2.8.11 შეიცავდეს სარეკლამო ინფორმაციას (გარდა იმ კონკრეტული სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის შესახებაც ანთავსებს განცხადებას საიტზე), აკრძალულია განცხადებაში სხვა ვებ. გვერდის მითითება. 2.8.12 იყოს საიტზე მანამდე განთავსებული განცხადების დუბლიკატი (აკრძალულია ერთდროულად ერთი და იგივე სატრანსპორტო საშუალების განმეორებით განთავსება).
2.8.13 არღვევდეს რაიმე სხვა გზით საქართველოს მომქმედ კანონმდებლობას.
2.9 თუ ავტომობილი იყიდება აუქციონზე მაშინ აუცილებლად უნდა მიეთითოს აუქციონის ჩატარების თარიღი.
2.10 მომხმარებელს არ შეუძლია გამოიტანოს დასკვნა გარიგების ლეგალურობის შესახებ, გამომდინარე ფაქტიდან, რომ პროდუქცია განთავსებლია საიტზე.
3. ადმინისტრაციის უფლებები და მოვალეობები
3.1 ადმინისტრაცია არ არის არცერთი შეთანხმების თანამონაწილე და არ არის პასუხისმგებელი არცერთი მომხმარებლის ქმედებაზე. ყველა მოლაპარაკება დგება უშუალოდ მომხმარებლებს შორის.
3.2 ადმინისტრაცია არ აგებს პასუხს საიტზე განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე.
3.4 ადმინისტრაცია ვერ იძლევა იმის გარანტიას, რომ განცხადების განმთავსებელი პირის საიტზე მოცემული მონაცემები დაემთხვევა მის რეალურ მონაცემებს.
3.5 ნებისმიერი განცხადება, რომელიც იქნება განთავსებული საიტზე 2.7, 2.8 და 2.9 პუნქტების დარღვევით, წაიშლება და მომხმარებლის სახელი, რომლითაც განათავსდა ასეთი განცხადება იქნება დაბლოკილი განცხადების შინაარსიდან გამომდინარე 1 კვირიდან, სამუდამო ბლოკამდე.
3.6 2.7 და/ან 2.8 პუნქტის ორჯერ, ან მეტჯერ დარღვევის შემთხვევაში მმართველ კომპანიას უფლება აქვს დაბლოკოს მომხმარებლის ტელეფონის ნომერი და IP მისამართი.
3.7 მმართველ კომპანიას უფლება აქვს გაუწიოს დადებულ განცხადებას მომხმარებლის მიერ მითითებული სახისგან განსხვავებული რეკლამირება.
3.8 ადმინისტრაციას უფლება აქვს შეწყვიტოს ნებისმიერი განცხადების გამოქვეყნება ნებისმიერ დროს.
3.9 ადმინისტრაცია არ აგებს პასუხს საიტზე განთავსებული ინფორმაციის დაკარგვაზე ან დაზიანებაზე, ასევე შეტყობინების დაკარგვაზე.
3.10 ადმინისტრაცია არ იძლევა გარანტიას საიტის მუდმივ და შეუფერხებელ მუშაობაზე.
3.11 საიტზე დიდი რაოდენობის განცხადებების განთავსების მიზნით, რამოდენიმე მომხმარებლის რეგისტრაციის შემთხვევაში მმართველ კომპანიას უფლება აქვს დაბლოკოს მომხმარებლის IP მისამართი.
3.12 შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში მმართველ კომპანიას უფლება აქვს დაბლოკოს მომხმარებლის IP მისამართი.
3.13 მმართველ კომპანიას შეუძლია შეცვალოს ეს შეთანხმება ყოველგვარი სპეციალური შეტყობინების გარეშე (აღნიშნული ცვლილებები აისახება ამავე გვერდზე).
4. მომხმარებლის უფლებები და მოვალეობები
4.1 მომხმარებელს არ აქვს უფლება გადასცეს თავისი მომხმარებლის სახელი და პაროლი მესამე პირს
4.2 პირადი მონაცემების გავრცელების შესახებ ნებისმიერი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია სასწრაფოდ შეცვალოს ისინი.
4.3 მომხმარებელს ეკრძალება საიტზე 2.7 პუნქტისგან განსხვავებული განცხადების განთავსება.
4.5 მომხმარებელს ეკრძალება განცხადებაში ნებისმიერი სახის რეკლამირება, ან სხვა საიტის ბმულის მითითება.
4.6 მომხმარებელი ვალდებულია იმოქმედოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და საიტის წესების შესაბამისად და აგოს პასუხი საიტზე თავის ქმედებებზე საქართველოს კანონმდებლობით.
4.7 თუ მომხმარებელს უჩნდება რაიმე სახის პრეტენზია ან გაუგებრობა სხვა მომხმარებლის მიმართ, იგი წარადგენს თავის პრეტენზიას უშუალოდ მომხმარებელთან (რომლის მიმართაც აქვს პრეტენზია), ადმინისტრაციისგან დამოუკიდებლად. იგი ათავისუფლებს ადმინისტრაციას (ასევე მის ნებისმიერ თანამშრომელს) ყოველგვარი მოთხოვნებისგან.
მათ შორის: ზარალის კომპენსაციისგან, ხარჯების ანაზღაურებისგან და ნებისმიერი დანახარჯის ანაზღაურებისგან დაკავშირებული საიტის მეშვეობით შემდგარ შეთანხმებასთან.
4.8 საიტის გამოყენება მომხმარებელს შეუძლია ყოველგვარი გარანტიის გარეშე, და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4.9 მომხმარებელი იღებს სრულ პასუხისმგებლობას საიტზე განთავსებული ინფორმაციის შესახებ, საიტი მას აძლევს საშუალებას მიაწოდოს ინფორმაცია სხვა მომხმარებლებს.