დახურვა [X]
მოიწონეთ ჩვენი გვერდი:
MyAudi.Ge

Diagnostic

აუდის თვითდიაგნოსტიკა კლიმატ–კონტროლის საშუალებით



დიაგნოსტიკა კლიმატკონტროლის საშუალებით

კლიმატ–კონსტროლით აღჭურვილი აუდის ავტომობილები საშუალებას გვაძლევს კომპიუტერის გარეშეც მოვახდინოთ ავტომობილის გარკვეულ დონეზე დიაგნოსტიკა და გავიგოთ ესა თუ ის საჭირო ინფორმაცია, როგორიც შეიძლება იყოს:ძრავის რეალური ტემპერატურა, ავტომობილის ზუსტი სიჩქარე, ძრავისა და კომპრესორის ბრუნთა რიცხვი, გარე ტემპერატურა, შეცდომის კოდები (რომელსაც თავისი შესაბამისი მნიშვნელობა აქვს და მოყვანილია ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილში).


დიაგნოსტიკა

იმისათვის, რომ მოვახდინოთ ავტომობილის დიაგნოსტიკა, საჭიროა დავქოქოთ ჩვენი ავტომობილი და დავაჭიროთ სურათზე ნაჩვენებ ღილაკებს (იმის მიხედვით, თუ როგორი სახისაა კლიმატკონტროლი, ფოტოზე ნაჩვენებია სხვადასხვა სახის (ავტომობილის წლოვანებიდან გამომდინარე) კლიმატკონტროლი). კერძოდ: საჭიროა რეცირკულაციის ღილაკისა და შემდეგ ზემოთ მიმართული ისარის ერთდროულად დაჭერა.

დიაგნოსტიკა კლიმატკონტროლის საშუალებით

დიაგნოსტიკა კლიმატკონტროლის საშუალებით

ამის შემდგომ ამავე კლიმატკონტროლის ეკრანზე დაიწერება 01с, კლიმატკონტროლი მზადაა მიიღოს ციფრობრივი ბრძანება, რათა გვაჩვენოს შესაბამისი შედეგი, ხოლო თუ რომელი ციფრი უნდა იქნას მითითებული, ეს ნაჩვენებია ცხრილში, რასაც შესაბამისი მნიშვნელობა აქვს:


ძირითადი კოდები

1 - გაუმართაობის კოდი*
2 - სალონის ტემპერატურა აბივკაში(G 86)
3 - სალონის ტემპერატურა ტორპედოს მიდამოებში (G 56)
4 - ტემპერატურა გარე ჰაერმიმღებში
5 - გარე ტემპერატურა (G 17)
6 - შიდა ტემპერატურა
17 - ავტომობილის მოძრაობის სიჩქარე (კმ/სთ)
18 - გამათბობლის ვენტილიატორის ძაბვა(В)
19 - გამათბობლის ვენტილიატორისათვის საჭირო ძაბვა (В)
20 - კვების ძაბვა К/В (В)
21 - ძაბვების ვარდნები
28 - ძრავის ბრუნი (აბაროტები) (წუთში)
29 - კომპრესორის ბრუნები (ბრუნი/წუთში х 1.28)
30 - პროგრამული უზრუნველყოფის ვერსია
31 - დისპლეის შემოწმება (უნდა გამონათდეს ყველა სეგმენტი)
44 - ავტომობილის ექსპლუატაციის ციკლის მთვლელი
45 - ავტომობილის სალონში არსებული ტემპერატურა
46 - გარე ტემპერატურა (გაფილტრული)
50 -პარკირების დრო (წუთებში)
51 - გამაგრილებელი სითხის ტემპერატურა ძრავში 'С
55 - გარე ტემპერატურა (ფარენგეიტში ან ცელსიუსში, დამოკიდებულია კლიმატში არჩეულ პარამეტრებზე)
58 - ტემპერატურა ჰაერშემკრებში, 'С (G89)
59 - გარე ტემპერატურა (წინა დაჩიკი), 'С (G17)
60 - გამათბობლის ვენტილატორის ტემპერატურის დაჩიკი


სასურველი ციფრის მისათითებლად დააჭირეთ ტემპერატურის მომატება/დაკლების ღილაკს. ანუ, დავუშვათ თუ თავიდან მითითებულია 01с და ჩვენ გვაინტერესებს ძრავის შიდა ტემპერატურა (რომელიც ცხრილში 51–ს ნიშნავს), ტემპერატურის ღილაკის ზემოთ დავაჭერთ +–ს და მივალთ 51–მდე, ამის შემდგომ არჩევის სახით დავაჭერთ კვლავ რეცირკულაციის ღილაკს (ძველი მოდელის ავტომობილებზე : დიაგნოსტიკა კლიმატკონტროლის საშუალებით, ხოლო ახალზე :დიაგნოსტიკა კლიმატკონტროლის საშუალებით ).

* პირველი ციფრის მიხედვით მიღებული გაუმართაობის კოდების გაშიფვრა


00.0 - მართვის ბლოკის მახსოვრობაში კოდის არქონა
02.1 - აბივკის ქვეშ (ჭერზე) ტემპერატურის მაჩვენებელთან (დაჩიკითან) კონტაქტის გაწყვეტა :128
02.2 - აბივკის ქვეშ არსებული ტემპერატურის მაჩვენებლის (დაჩიკის) მოკლე ჩართვა G86=> ОТС 02.1
02.3 - არასტაბილური კონტაქტის დარღვევა ტემპერატურის (ჭერზე, აბივკის ქვეშ) დაჩიკთან G86
02.4 - არასტაბილური მოკლე ჩართვა ტემპერატურის მაჩვენებელთან (დაჩიკთან, აბივკიაში)G86
17.0 - ავტომობილის სიჩქარის მაჩვენებლის/დაჩიკის პრობლემა VSS
18.1 - ჰაერის ვენტილატორის არაზუსტი და გაუმართავი ძაბვა
20.1 - კომპრესორის არაზუსტი და გაუმართავი ძაბვა
29.3 - ღვედის პედიორული, რბილად გაძრომა
29.4 - ღვედის პერიოდული, ხისტი გაძრომა




დიაგნოსიკის კოდების სრული ვერსია (На Русском Языке)[PDF]

*შენიშვნები და დამატებები მოგვწერეთ info@myaudi.ge-ზე