დახურვა [X]
მოიწონეთ ჩვენი გვერდი:
MyAudi.Ge

მომდევნო თაობის A4 (2014)

01.08.13 Category 1617


მომდევნო თაობის A4 (2014)

 

 

 

 

 

Audi A4 ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული მოდელია აუდის ავტომობილებს შორის, რომელიც საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ჯერ კიდევ 1994–1995 წლებში, როდესაც პირველად დაიწყო ამ მოდელის (A4 (b5)) წარმოება, იგი გამორჩეული იყო თავისი დახვეწილი დიზაინით.

ინტერიერსა და ექსტერიერში ყველაფერი ისე კარგად არის გათვლილი, რომ რთულია რაიმე დეტალზე თქვა რომ ზედმეტად დიდია ან პატარა, თითოეული "ნაკვთი" კარგად დახვეწილი და პროპორციულია.

აღსანიშნავია ასევე, რომ ამ მოდელის მთავარი უპირატესობა არა მხოლოდ ვიზუალური მხარეა, არამედ ტექნიკური მახასიათებლებიც, რომელიც ნებისმიერი გემოვნებისა და შესაძლებლობების ადამიანს დააკმაყოფილებს და იწარმოება სხვადასხვა კომპლექტაციით.

 

2013 წლის დადგომასთან ერთად "Auto Motor und Sport"–ის მიერ უკვე ვრცელდება დამატებითი ინფორმაცია მომავალი A4–ის წარმოებასთან დაკავშირებით.

კერძოდ, მომავალი თაობის – A4 (b9) იქნება "ღამის მხედველობით" აღჭურვილი და სითბოს მიხედვით შეძლებს ქვეითათმოსიარულეთა ამოცნობას.

ბენზინის ძრავიანი ავტომობილები წარმოდგენილი იქნება TSI 1,4 ძრავით და ნაკლები დატვირთვისას ზოგიერთი ცილინდრი გაითიშება. ყველა მოდელზე იქნება შუქდიოდებიანი ფარები,

სენსორული მულტიმედია სისტემა, ფრონტალური შეჯახებისას გამაფრთხილებელი სისტემა, რომელიც ავტომატურად შეძლებს ავტომობილის დამუხრუჭებას.

 

ზოგიერთი ჩვენთაგანისათვის სამწუხარო ფაქტია ის, რომ ავტომობილები აღარ გამოვა მექანიკური გადაცემათა კოლოფით :)

აღსანიშნავია ასევე, რომ ეს A4 იქნება პირველი აუდი, რომელსაც ექნება 4x4-ზე სისტემა, ოღონდ არა ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი კვადრო – მექანიკური დიფერენციალითა და კარდანით, არამედ უკანა თვლების ამძრავი ელექტრომოტორებით,

ყოველივე ხსენებული კი გამოიწვევს ავტომობილის წონის 1330 კგ–ით შემსუბუქებას.

ახალი A4–ის წარმოება დაიწყება 2014 წელს, 2015 წელს კი შეემატება ჰიბრიდული ვერსია.