დახურვა [X]
მოიწონეთ ჩვენი გვერდი:
MyAudi.Ge

მალე, ახალი A8/S8

07.30.13 Category 1614


მალე, ახალი A8/S8

კომპანია Audi-მ გაავრცელა ვიდეორგოლი ორი ახალი ავტომობილის მოდელისათვის, რომლის პრემიერაც გაიმართება ა.წლის სექტემბრის თვეში.

სავარაუდოდ, ვიდეორგოლში ნაჩვენებია რესტაილინგებული A8/S8, რომელსაც ექნება მოდერნიზებული ბამპერი, განახლებული ცხაური და ახალი შუქდიოდებიანი ფარები (მატრიცული შუქის ტექნოლოგიით).

უკანასკნელის მატრიცული ტექნოლოგია მდგომარეობს შემდეგში, რომ ავტომობილი თავად მართავს შუქის პარამეტრებს შექმნილი საგზაო ვითარებიდან გამომდინარე, როგორიცაა: ქვეითათმოსიარულეთათვის

ფარების ციმციმი (მისი მიახლოების სანიშნებლად).

კომპანიაში უკვე მიმდინარეობს 2016 წლის მოდელისათვის მზადებაც, რომელსაც ექნება ავტოპილოტი.

აღსანიშნავია ასევე, რომ ამას გარდა აუდის განზრახული აქვს ჩვენებაზე ახალი თაობის Sport quattro–ს წარდგენა, რომელიც შეზღუდული რაოდენობით გამოვა.