დახურვა [X]
მოიწონეთ ჩვენი გვერდი:
MyAudi.Ge

მოდერნიზებული R18 E-Tron 2014

01.24.19 Category 1779


მოდერნიზებული R18 E-Tron 2014

კომპანია Audi-მ გამოაქვეყნა მოდერნიზებული R18 e-tron quattro–ს ფოტოსურათი,

რომელიც სპეციალურად იქნა გამოშვებული "ლე–მანი"–ს WEC 2014 წლის რბოლისათვის.

 

 

ავტომობილის გამოცდა გაიმართა გუშინ, ამერიკის შტატ ფლორიდაში,სპეციალურ სარბოლო ტრეკზე.

გარეგნული იერსახე განახლდა და წინამორბედისაგან მნიშვნელოვნად განსხავავებულია.

განახლდა ფარები, "ცხვირი", დაიხვეწა ავტომობილის აეროდინამიკური მახასიათებლები.

 

რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, ამის შესახებ ჯერ არ საუბრობენ, თუმც ერთი რამ იქნა ხაზგასმული, რომ ეს მოდელი მაქსიმალურად ეკონომიური იქნება საწვავის მხრივ.

 

უფრო ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ავტომობილის ძრავი 3,7–დან 5,0 ლიტრამდე გაიზრდებოდა, სადაც აღარ იქნებოდა გამოყენებული ტურბოკომპრესორი (რომელიც 2013 წლის სეზონზე იყო).

 

აქვე შეგახსენებთ, რომ 2013 წელს აუდიმ მოიგო WEC–ის ჩემპიონატი, ასევე 12–ჯერ გახდა 24 საათიანი ლე–მანის მარათონის გამარჯვებული.