Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player



AutoNews

news Audi Allroad shooting brake
 date 01.16.14 categoryCategory: sA6allroad / ნანახია:1686-ჯერ

 

 

 

2014 წლის 13 იანვარს პრესისათვის გაიხსნა დეტროიდის ავტოსალონი, სადაც აუდის მიერ წარდგენილი იქნა ახალი, ჰიბრიდული "კონცეპტ–კარ"–ი Audi Allroad shooting brake.

ოფიციალური ინფორმაციით ავტომობილის მასა არის 1,6 ტონა, გაბარიტები: 4,2მ X 1,85მ–ზე, სიმაღლე კი 1,41მ.

მითითებული პარამეტრებით ჰიბრიდი ახლოსაა აუდის მოდელთან  - A3.

ავტომობილის მთავარი განმასხვავებელი ნიშანია ჰიბრიდული სისტემა Audi e-tron, რომელიც მცირეოდენი საწვავით იძლევა დიდ სიმძლავრეს.

ავტომობილი რათქმაუნდა აღჭურვილია quattro სისტემით, ძრავი კი გათვალისწინებულია 4 ცილინდრიანი ტურბინირებული ბენზინის ძრავით – 2,0 TFSI (292 ცხ.ძალა).

100 კმ–ის განვითარება სულ რაღაც 4,6 წამშია შესაძლებელი, ამავე მანძილის დაფარვისათვის კი საკმარისია 1,9 ლიტრი ბენზინი.

გადაცემათა კოლოფი ორმაგი მოჭიდებითაა – e-S tronic. მოდება ხორციელდება წინა თვლებზე 6 საფეხურიანი გადაცემათა კოლოფით, საჭიროების შემთხვევაში კი ირთვება უკანა თვლები.

ჰიბრიდული სისტემა მუშაობს სხვადასხვა რეჟიმით:

1. სტანდარტული რეჟიმი – სადაც ელექტროძრავი მუშაობს როგორც გენერატორი და მუხტავს ელემენტებს.

2. სრულად ელექტრონული რეჟიმი – რა დროსაც მუშაობს უკანა თვლები (ელექტროძრავით).

3. სპორტული რეჟიმი – გარდა ზემოხსენებულისა, მძღოლს შეუძლია ავტომობილის მაქსიმალური სიმძლავრით ამუშავება.

 

 

 

აღსანიშნავია ასევე კონცეპტის ორიგინალური დიზაინი, რომელიც საკმაოდ დახვეწილია. მოდელი აღჭურვილია 19 დიუმიანი დისკებით, მატრიცული შუქდიოდებიანი განათებით,

ალუმინის დეტალებით. ინტერიერში გამოყენებულია ტყავი. ცენტრალური კონსოლი იწვევს თვითმფრინავის ფრთის ასოციაციას, ხოლო სამი მომრგვალებული დეფლექტორი – ავიაძრავს.

 

ივარაუდება, რომ უახლოეს ხანებში აუდი შეუდგება ახალი, მესამე თაობის Audi TT-ის სპორტულ კუპეზე მუშაობას.



AUDI-ს შესახებ l საიტის წესები l პარტნიორობა l კონტაქტი


Developed and maintained by IKART SPACE
(c) 2011-2016, All Rights Reserved