გერმანული ტაბლოიდის, BILD-ის ფოტოგრაფმა ახალი Audi TT გამოიჭირა და სასწრაფოდ პაპარაცული ფოტოები გადაუღო.
ეს არის ავტომობილი, რომლის პრემიერა შემოდგომაზე უნდა შედგეს, მაგრამ მისი ფოტოები უკვე გავრცელდა, რაც BILD-ის პაპარაცის დამსახურებაა. დიზაინი შეცვლილია და თამამად შეიძლება ითქვას, რომ TT-ს აღარ ექნება საყვარელი სპორტული კუპეს იმიჯი. ავტომობილის ცხვირს ახლა გაცილებით მძვინვარე და მძაფრი იერი აქვს. ალბათ მთავარი კონკურენტების, BMW-ს, Mercedes-ისა და Porsche-ს შეშინება უნდა...
ტექნიკურად ახალი TT-ც Volkswagen Golf-ისა და Audi A3-ის პლატფორმაზე აწყობილი. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, დასაწყისისთვის 1.8 TFSI ძრავით აღჭურვაა ნავარაუდევი, თუმცა მისი სიმძლავრე მსუბუქი, ალუმინის ძარის ქვეშ 160-ის ნაცვლად 180 ცხენის ძალა იქნება. მოგვიანებით 380-ცხენისძალიანი, 5-ცილინდრიანი ძრავით აღჭურვილი ვერსიაც ხელმისაწვდომი გახდება.
ახალი Audi TT-ს საწყის ფასი სავარაუდოდ 34 000 ევრო იქნება.
© 2011-2019, Developed and maintained by IKART.SPACE