Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player



AutoNews

news Brembo სუპორტის ინსტალაცია AUDI-ზე
 date 04.22.14 categoryCategory: MYAUDIGE / ნანახია:3535-ჯერ

 

 

 

 

ავტომობილის ვიზუალში, ხშირად უმნიშვნელო დეტალებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორიცაა ხუნდის ბუდის (სუპორტი) ფერი.

გავრცელებულია სუპორტების შეღებვის ან სპეციალური „ნაკლადკების“ გამოყენების მეთოდები, ამ პოსტში კი ნაკლადკების ინსტალაციაზე ვისაუბრებთ, სადაც ნაჩვენები იქნება ჩვენს მიერ გადაღებული ინსტალაციის ამსახველი ფოტომასალა.

  ნაკლადკების ინსტალაციის იდეა მას შემდგომ გაჩნდა, რაც ჩვენს მიერ წითლად შეღებილმა სუპორტმა 1 წელზე მეტი ვეს გასტანა (მიუხედავად იმისა, რომ გამოყენებული იყო კარგი ხარისხის საღებავი),

მასზე უარყოფითად იმოქმედა სამუხრუჭე სისტემის მუდმივმა ტემპერატურულმა ზემოქმედება/ცვალებადობამ, ჩნდებოდა მიკრონაპრალები, რის გაზრდასაც ხელს უწყობდა ასევე ხშირი რეცხვა (კერხერის წნევა).

სპორტული სუპორტების იმიტაციისათვის შეძენილ იქნა Brembo–ს სახელით გავრცელებული ნაკლადკები აუდისათვის (ქართულ ბაზარზე ჯერჯერობით არ იძებნება, ამიტომ გამოწერილი იქნა ინტერნეტის მეშვეობით).

 

 

ინსტალაციამდე საჭიროა:

 

1)      რკინის ჯაგრისი (სუპორტზე ჟანგის მოსაცილებლად);

2)      A+B წებო;

3)      მარჯვე ხელები :)

 

 

 

თანმიმდევრობა:

1)      ავტომობილს მოვხსნათ საბურავი;

2)      სუპორტი გავწმინდოთ რკინის ჯაგრისით ან ზუმფარის ქაღალდით (შკურკა), იმ კონტაქტის ადგილებში, სადაც უნდა დაწებდეს სუპორტი და ნაკლადკა ერთმანეთთან;

3)      ნაკლადკებზე კონტაქტის ადგილას (ჩვენს შემთხვევაში ეს იყო სურათზე ნაჩვენები ისრის წვეროსთან ნაკლადკის შიდა მხარე), წაუსვით წებო (A+B);

 

4)      წებოვნება იმდენად საკმარისია, რომ არ არის საჭირო დამატებითი საშუალებების გამოყენება ნაკლადკის დასაფიქსირებლად, სანამ შეშრება A+B წებო;

 

 

 

შენიშვნა: ინსტალაცია განახორციელეთ ყურადღებით, დაიცავით უსაფრთხოების წესები, ნუ გახარჯავთ ზედმეტად წებოს,

ჯერ დააკვირდით/შეარჩიეთ კონტაქტის ადგილები (სადაც სუპორტი და ნაკლადკა უნდა დაკავშირდეს ერთმანეთთან), და მხოლოდ იქ გამოიყენეთ წებო.

 

 

შედეგი:

 



AUDI-ს შესახებ l საიტის წესები l პარტნიორობა l კონტაქტი


Developed and maintained by IKART SPACE
(c) 2011-2016, All Rights Reserved