Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player



AutoNews

news თბილისის მერი "აუდის" ახალი ცენტრის გახსნას დაესწრო
 date 03.13.15 categoryCategory: 1 / ნანახია:1732-ჯერ

 

თბილისის მერი დავით ნარმანია "აუდის" ახალი ცენტრის გახსნას დაესწრო. ავტომობილების მწარმოებელი გერმანული ბრენდის საერთაშორისო სტანდარტების მქონე ცენტრი მარშალ გელოვანის გამზირზე გაიხსნა.

იქვე წარმოდგენილი იყო "აუდის" უახლესი მოდელის ავტომობილები.
თბილისის მერის თქმით, ამ და სხვა მსგავსი პროექტების განხორციელებით, თბილისი სულ უფრო მეტად ხდება რეგიონის ეკონომიკური ცენტრი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური თვალსაზრისით.

„ეს არის დამატებითი საბიუჯეტო შემოსავლები და დასაქმებული ადამიანები, რომელთა ოჯახები უფრო მეტად უზრუნველყოფილი იქნებიან“ - განაცხადა დავით ნარმანიამ სიტყვით გამოსვლისას და აღნიშნა,

რომ დედაქალაქის მერია კვლავაც ხელს შეუწყობს მსგავსი პროექტების განხორციელებას.

 

 

 


"აუდის" ახალი ცენტრი ერთ-ერთი პირველია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, რომელიც დაპროექტებულია გერმანელი არქიტექტორების მიერ და აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიით.

საქართველოში აუდის ოფიციალური წარმომადგენელია „იბერიის ბიზნეს ჯგუფი“.

 

 

 

 

 




AUDI-ს შესახებ l საიტის წესები l პარტნიორობა l კონტაქტი


Developed and maintained by IKART SPACE
(c) 2011-2016, All Rights Reserved