Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player



AutoNews

news AUDI RS3 LMS რბოლებისთვის მზადაა
 date 10.12.16 categoryCategory: sRS3 / ნანახია:684-ჯერ

 

პარიზის მოტორ შოუზე Audi-მ თავისი ახალი სარბოლო ავტომობილი – RS3 LMS წარადგინა, რომელიც RS3-ის ბაზაზეა შექმნილი და ჩვენთვის იმითაა საინტერესო,

რომ მომავალ სეზონში, მას რუსთავის მოტორპარკზე, TCR-ის საერთაშორისო ეტაპის რბოლებში ვიხილავთ. არც ისაა გამორიცხული, რომ მის საჭეს ამ სერიის ქართველი მონაწილე, დავით ქაჯაია მიუჯდე

 Audi Sport-ის სარბოლო დეპარტამენტის დირექტორი კრის რაინკე ამბობს, რომ TCR-ის კლასს გაცილებით მეტი პოტენციალი აქვს, ვიდრე GT3-ს, რადგან ამ უკანასკნელზე იაფია და მისი რბოლები უკვე უფრო მეტ ქვეყანაში ტარდება, ვიდრე GT3-ისა.

ამასთან, არეალი თანდათან სულ უფრო გაფართოვდება. რაც შეეხება სიიაფეს, ეს შედარებითია, რადგან TCR-ის სერიისთვის განკუთვნილი RS3 LMS, რომელიც 6-საფეხურიანი სეკვენტალური კოლოფითაა აღჭურვილი, გერმანიაში 129 000 ევრო (დღგ-ს გარეშე) ღირს.

RS3 LMS-ის „კლაბ სპორტის“ და TCR-ის ვერსიები, ოთხცილინდრიანი 2.0-ლიტრიანი, TFSI ძრავით არის აღჭურვილი. TCR-ის სპეციფიკაციით, ის 330 ცხენის ძალას ავითარებს. მისი დახმარებით, ავტომობილს ადგილიდან ასამდე ასაჩქარებლად 4.5 წამი ჰყოფნის,

მისი მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 240 კილომეტრს აღწევს. სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, ინგოლშტადტელებმა TCR-ისთვის სარბოლო ავტომობილი, ჰეჩბეკის ნაცვლად, სედანის ბაზაზე მოამზადეს. ის აღჭურვილია უსაფრთხოების კარკასით, FIA-ს მოთხოვნების შესაბამისი საწვავის ავზით, სარბოლო სავარძლით და უსაფრთხოების სხვა ეკიპირებით.



AUDI-ს შესახებ l საიტის წესები l პარტნიორობა l კონტაქტი


Developed and maintained by IKART SPACE
(c) 2011-2016, All Rights Reserved