დახურვა [X]
მოიწონეთ ჩვენი გვერდი:
MyAudi.Ge

პირველი კომპაქტური RS-სედანი

01.24.19 Category 1276


პირველი კომპაქტური RS-სედანი

 

   კომპანია Audi-მ პარიზის ავტოსალონზე განახლებული საავტორო ხაზის პირველი კომპაქტური სედანი წარმოადგინა, რომელმაც ინდექსი – RS მიიღო . 

მოდელის კოდური სახელია – RS3. ოთხკარიანი ,,ლამაზმანი’’ გაცილებით ძლიერი ძრავით იქნა აღჭურვილი, ვიდრე მისი წინამორბედი. 

2.5 ლიტრიანი ტევადობის ხუთცილინდრიანი აგრეგატი 367-დან 400 ცხენის ძალის სიმძლავრისაა.

ძრავი რობოტიზებულ ტრანსმისიასთან ერთადაა წარმოდგენილი და მაქსიმალურ სიჩქარეს 4.1 წამში ანვითარებს, რაც 0.2 წამით მეტია კომპანიის ჰეთჩბექთან შედარებით.

ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ-ს შეადგენს.

  RS-ვერსია 25 მმ-ით დაბალია, ვიდრე სედანი A3. ახალი მოდელი 370 მმ-იანი წინა სამუხრუჭე და უკანა 310 მმ-იანი დისკებითაა აღჭურვილი.

  რაც შეეხება საბურავებს, ქარხნულად ავტომობილი 19 დიუმიანი დისკებითაა წარმოდგენილი.