Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player



AutoNews

news Audi თანდათან ჩინეთს იპყრობს
 date 11.01.16 categoryCategory: INFORMATIONS / ნანახია:1044-ჯერ

 

გერმანელი ავტომწარმოებლები ჩინეთს თანდათან იპყრობენ, ამ ქვეყანაში „დაიმლერზე“, „აუდსა“ და „ბეემვეზე“ მოთხოვნის გაზრდის წყალობით,

განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ლუქს-კლასი.

უკვე რამდენიმე წელია, მანქანების უმსხვილესი მწარმოებლები მზარდ ჩინურ ბაზარზე აკეთებენ აქცენტს. ჩინეთში მანქანების ექსპორტი

ძალიან სწრაფი ტემპებით იზრდება და თანაც ყველაზე ძვირფასი მოდელების ხარჯზე.

მაგალითად, C და E კლასის მოდელის „მერსედესები“ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 40 პროცენტით მეტი გაიყიდა, ვიდრე შარშან, ანალოგიურ პერიოდში.

ჩინეთში საგრძნობლად მოიმატა „ბეემვეს“ გაყიდვებმა, რომელიც 34 პროცენტით გაიზარდა. მოთხოვნა იზრდება ასევე „აუდის“ მოდელებზეც.

„სიტუაცია უკეთესობისკენ ისე სწრაფად არასდროს შეცვლილა, როგორც ახლა“, – განუცხადა „დაიმლერს“ დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა

გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინეს“.



საინტერესოა, რომ გერმანული მანქანებისთვის ჩინეთი უპირველესი ბაზარია. „აუდი“ პირველ ადგილზე ჩინურ ბაზარს აყენებს და არა გერმანულს.

ამ კომპანიამ შარშან სამშობლოში 160 ათასი ძვირად ღირებული მოდელი გაყიდა, ჩინეთში კი – 200 ათასზე მეტი. სხვა კონცერნებიც მზად არიან ჩინურ ბაზარზე შესვლისთვის.

„დაიმლერი“ აცხადებს, რომ წელს იწყებს ჩინეთში ამბიციური პროექტის განხორციელებას, რომლის ღირებულება 3 მილიარდი ევროა.



AUDI-ს შესახებ l საიტის წესები l პარტნიორობა l კონტაქტი


Developed and maintained by IKART SPACE
(c) 2011-2016, All Rights Reserved