დახურვა [X]
მოიწონეთ ჩვენი გვერდი:
MyAudi.Ge

AUDI-მ Q7-ის გამო მთებში სინათლის შოუ მოაწყო

01.22.19 Category 1650


AUDI-მ Q7-ის გამო მთებში სინათლის შოუ მოაწყო

ქროსოვერ Q7-ის ახალი პრომორგოლის გამო კანადის მთებში AUDI-მ სინათლის წარმოდგენა გამართა. კომპანიამ გადაღებების ორგანიზება ღამით მრავალი მძლავრი პროექტორის განათებით გააკეთა და საავტომობილო სცენები გადაიღო.

 

სინათლის ტექნიკოსების გუნდმა და თავად ქროსოვერმა თოვლიან ფერდობებზე ავტომობილის ცალკეული ნაწილები ”დახატეს”.

რგოლის გადაღებები, სახელწოდებით ”დიდების პროექცია” რეალურ დროში განხორციელდა და მასში კომპიუტერული გრაფიკა საერთოდ არ გამოუყენებიათ.

მეორე თაობის ქროსოვერი Audi Q7 2014 წელს გამოჩნდა. ავტომობილი უფრო მსუბუქი და ეკონომიური გახდა და სალონში უფრო მეტი სივრცე მიიღო.

2016 წლის გაზაფხულზე სამოდელო ხაზს დამუხტული SQ7 მიემატა. ის დიზელის ძრავითა და ორი ტურბინით არის აღჭურვილი. 435 ძალიანი აგრეგატი ნულიდან ას კილომეტრს 4,8 წამში კრებს, საშუალო წვა კი ას კილომეტრზე 7,4 ლიტრს შეადგენს.