Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player



AutoNews

news ჟენევაში Audi RS Q8-ს ველოდებით!
 date 02.23.17 categoryCategory: 1 / ნანახია:789-ჯერ
ჟენევაში Audi RS Q8-ს ველოდებით!
„აუდი“ ჟენევის ავტოშოუზე რამდენიმე სპორტული ქროსოვერის წარდგენას გეგმავს. მათ შორის იქნება არამხოლოდ RS Q5, რომელზეც ინფორმაცია ადრე გავრცელდა,
არამედ ასევე უფრო დიდი, კონცეპტუალური RS Q8 , რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, Q8-ს ჰიბრიდულ კონცეპტუალურ ვერსიაზეა (ფოტოზე) ბაზირებული,
რომლის პრემიერაც ახლახანს, დეტროიტში შედგა.

გამოცემა „ავტოქარის“ ინფორმაციით, RS Q8-ს საბაზო მოდელისგან სპორტული ორიენტაცია გამოარჩევს და მის ბაზაზე მოგვიანებით სერიული ავტომობილიც დამზადდება.
ამ ეტაპზე, ინგოლშტადტელთა გამაში მხოლოდ ერთი სპორტული ქროსოვერი ირიცხება - RS Q3, რომელიც „აუდი სპორტის“ მიერაა შემუშავებული.

დიდი ქროსოვერ-კუპე აღიჭურვება 4.0-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V8 ძრავით, რომელსაც გერმანული კომპანია სპორტულ სედან „S8 პლუსზე“ იყენებს, ბრიტანული „ბენტლი“ კი,
რომელიც „აუდისთან“ ერთად, „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის წევრია - „კონტინენტალზე“. „S8 პლუსს“ ეს აგრეგატი 605 ცხენის ძალას და 700 ნიუტონმეტრს აძლევს.
ძრავთან წყვილში კი 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი მუშაობს, რომელიც სრულ ამძრავიანი სისტემით, მამოძრავებელ ძალას ოთხივე ბორბალს უნაწილებს.

თუ ეს აგრეგატი RS Q8-საც იმავე სიმძლავრით და მომენტით უზრუნველყოფს, მაშინ კუპე-ქროსოვერი ადვილად გაუწევს კონკურენციას თავის მთავარ გერმანელ მეტოქეებს - „მერსედეს-AMG GLE 63-ს“
(549 ცხ.ძ და 700 ნმ) და BMW X6 M-ს (567 ცხ.ძ და 750 ნმ), რომლებსაც ადგილიდან ასის აკრეფა შესაბამისად, 4.3 და 4.2 წამში ეხერხებათ და რომელთა მაქსიმალური სიჩქარე საათში 280 კილომეტრს აღწევს.


AUDI-ს შესახებ l საიტის წესები l პარტნიორობა l კონტაქტი


Developed and maintained by IKART SPACE
(c) 2011-2016, All Rights Reserved