დახურვა [X]
მოიწონეთ ჩვენი გვერდი:
MyAudi.Ge

რითი ჯობია Audi Q3 VW Tiguan-ს?

01.22.19 Category 97


რითი ჯობია Audi Q3 VW Tiguan-ს?

"აუდის" კომპაქტურ SUV-ს თავისი ბიძაშვილის, VW Tiguan-ის ფორმატი, ტექნიკა და გენები აქვს. რას აკეთებს აუდი სხვანაირად? 

ძმებს არ უყვართ, როცა მათ ერთმანეთს ადარებენ. ჩვენ ეს მაინც უნდა გავაკეთოთ, რადგან ახალი Audi Q3 წინამორბედთან შედარებით, საგრძნობლად გაიზარდა: ცოტათი უფრო გრძელი, განიერი და დაბალია, ვიდრე წინა მოდელი და ეს იმას ნიშნავს, რომ სანტიმეტრული სიზუსტით მიაღწია თანაკონცერნელი "ფოლკსვაგენ ტიგუანის" ზომებს - უბრალოდ, 6 სანტიმეტრით დაბალია. სამაგიეროდ, "ტიგუანზე" უფრო მძაფრად გამოიყურება და რა მივიღეთ: "აუდი" უბრალოდ უკეთეს "ტიგუანს" ქმნის? 

Auto Bild

Q3 "ტიგუანზე" უფრო ელეგანტური რომ 

 

არის, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. უფრო მდიდრულიც, რა თქმა უნდა. მაგალითად, "აუდის" LED-მაშუქები სერიულად მოჰყვება - ისევე, როგორც ციფრული ინსტრუმენტი საჭის უკან. მის მარჯვნივ, სატესტო მოდელში ლამაზი ეკრანია - ყველაფერი ოდნავ მძღოლისკენაა ორიენტირებული. წამოწეული კოკპიტის პატარა მინუსი ის არის, რომ მძღოლის გვერდით მჯდომ მგზავრს სახელთათმნე უჯრის გამოღება გაუჭირდება - იმდენად ცოტაა სივრცე მისი მუხლების წინ. სპორტული ფორმის სავარძლები კარგია და მძღოლიც თითქმის 4 სანტიმეტრით უფრო ღრმად ზის, ვიდრე წინამორბედ მოდელში. შესაბამისად, საჭე უფრო სპორტულად დგას. 

Auto Bild

რაც შეეხება უკანა სავარძელსა და საბარგულს - თამამად შეიძლება 

 

ითქვას, რომ "აუდის" SUV ახლა უკვე არის საოჯახო ქროსოვერი, რადგან უკან საკმარისი სივრცეა, საბარგულის მოცულობა კი 530-დან 1525 ლიტრამდეა. უკანა სავარძელი წინ და უკან მოძრაობს, საზურგეს კი 7 მიმართულებით უცვლი პოზიციას. სჭირდება ეს ვინმეს? ჩვენი აზრით, უმჯობესი იქნებოდა, უკანა მგზავრებისთვის კარის ჭრილები უფრო დიდი რომ ყოფილიყო, რადგან გადმოსვლისას დიდი შანსია, C-საყრდენს თავი დასცხო. 

Auto Bild

"აუდიში" სურთ, რომ მათი Q3 "ტიგუანთან" შედარებით, უფრო დინამიკურად გამოიყურებოდეს და დადიოდეს. რაკი დაბალია, სიმძიმის ცენტრმაც დაიწია და მანქანაც ასფალტთან უფრო ახლოსაა. შედეგად, პროგრესული მოხვევა უფრო მგრძნობიარე და რეაქტიულია, ვიდრე "ფოლკსვაგენის" შემთხვევაში. რეგულირებად ამორტიზატორებს (ფოლკსვაგენში ამ ოფციას DCC ჰქვია) "აუდიში" საკუთარი სარქველებით, უფრო ხისტად აკეთებენ. შედეგი: Q3 ამ სპორტულ, S-line-ვერსიაში, სრული ამძრავითა და უზუსტესი გადაცემათა კოლოფით, კომპაქტურ SUV-ებში ნამდვილი ათლეტია. ამის გამო ინგოლშტადტელები ქებას იმსახურებენ, მაგრამ აქ ისიც უნდა ვთქვათ, რომ სერიული სავალი ნაწილი, ჩვეულებრივი საკიდრით, თავის საქმეს თითქმის ასევე აკეთებს და, თანაც, დაახლოებით 1000 ევროთი იაფი ღირს. 

Auto Bild

მას უბრალოდ კარგი გენები აქვს - ვგულისხმობთ "ფოლკსვაგენის" იდენტურ დეტალებს. ახალი Q3-ის გაყიდვები ნოემბრიდან იწყება და ოთხივე ძრავას, რომლითაც თავიდან გაიყიდება, სწორედ "ფოლკსვაგენ ტიგუანიდან" ვიცნობთ: 1,5-ლიტრიანი ბენზინის საბაზო ვერსია (წინა ამძრავი, მექანიკა) ეკონომიური მომხმარებლებისთვისაა - 150 ცხენის ძალა აქვს, რაც ყოფნის. რამდენად აუცილებელია, რომ 2000 ევროთი უფრო ძვირი და იდენტური სიმძლავრის მქონე TDI აიღოთ? ფაქტია, რომ დიზელის ამ პოპულარულ ძრავას ახლა უკვე SCR-კატალიზატორი აქვს და Euro 6d-Temp ნორმას აკმაყოფილებს - ოდნავ მოუხეშავი ხმა აქვს, მაგრამ 340-ნიუტონმეტრიანი მაბრუნებელი მომენტით მშვენიერი არჩევანია. თანაც, Q3-ს 100 კმ/სთ-მდე 9,3 წამში აჩქარებს, რაც ასევე არ არის ცუდი შედეგი. ბორტკომპიუტერის ცნობით, TDI-მ პირველი ტესტ-დრაივის შემდეგ, 100 კილომეტრზე საშუალოდ 8 ლიტრი დიზელი დაწვა. 

Auto Bild

ცუდია, რომ ეს TDI-ვერსია გაყიდვების სტარტზე, ნოემბერში, მხოლოდ ორი ვერსიის სახით იქნება ხელმისაწვდომი: ან წინაამძრავიანი DSG კოლოფით, ან – quattro მექანიკით. არადა, ამ მოდელის შემთხვევაში ყველაზე პოპულარული კომბინაციაა სრულამძრავიანი ვერსია ავტომატიკით, რომელიც მოგვიანებით გახდება ხელმისაწვდომი (190-ცხენისძალიანი TDI) და დაახლოებით 40 000 ევრო ეღირება. 

Auto Bild

დიზელის საწყისი ვერსიების ფასებს თუ შევადარებთ, იდენტური ფოლკსვაგენ "ტიგუანი" 4 000 ევროთი ნაკლები ღირს. მიუხედავად ამისა, მომხმარებლები "აუდის" ლამაზფერებიან სათვალეს გაიკეთებენ. ჩვენ კი მაინც უნდა ვთქვათ: "აუდი" უფრო ძვირ "ტიგუანს" ქმნის. 

ტექნიკური მონაცემები 

  • ძრავა 4-ცილ. Turbo, მოცულობა 1968 სმ3, სიმძლავრე 110 კვ (150 ცხ. ძ.) 3500 ბრ/წთ მაბრ. მომენტი 340 ნმ./1750
  • ამძრავი სრული, გად. კოლოფი 6-საფეხურიანი,0-100 კმ/სთ 9,3 წამში, მაქს. სისწრაფე 211 კმ/სთ
  • სიგრძე/სიგანე/სიმაღლე 4485/1849/1585 მმ, წონა 1680 კგ, საბარგულის მოცულობა 530-1525 ლიტრი


დასკვნა – იოახიმ შტაატი: 
ზედმეტად პატარა და ზედმეტად მაღალი? ასეთი შეფასება ისტორიას ჩაბარდა. "აუდიმ" Q3-ის სისუსტეები გააქრო და უფრო ძვირფასი და მომხიბვლელი "ტიგუანი" გამოუშვა. ფასი საკმაოდ მაღალია - ვნახოთ, როგორ დაიმკვიდრებს თავს ახალი Q3. 

განაჩენი:
ავტომობილი მძღოლის ხმოვან ბრძანებებს ძალიან კარგად ასრულებს - სერიულად უფრო მეტი ასისტენტი მოჰყვება, ვიდრე "ფოლკსვაგენს". მაგრამ ადაპტირებადი სვლის ასისტენტი იდეალურად არ მუშაობს.