დახურვა [X]
მოიწონეთ ჩვენი გვერდი:
MyAudi.Ge

აუდის ოფიციალური გეგმები 2019 წლისათვის

02.01.19 Category 871


აუდის ოფიციალური გეგმები 2019 წლისათვის

  გერმანულმა ავტოკონცერნმა ოფიციალური ღონისძიების შემდგომ გამოაქვეყნა დოკუმენტაცია, რომელის მიხედვითაც შესაძლებელია გავაკეთოთ წინასწარი დასკვნები, რომ 2019 წელი მე-3 სერიისა და RS მოდელებისათვის "ახალი სიცოცხლის" დასაწყისი იქნება.

  გავრცელებული ინფორმაციით აუდის ძალიან დაძაბული წელი ელის და ის აპირებს მთელი წლის განმავლობაში წარმოგვიდგინოს მინიმუმ რამოდენიმე ახალი მოდელი, მათ შორის Audi A6 Allroad, Audi TT RS, Audi RS5 Sportback.

  რაც შეეხება "ცეცხლოვან" მოდიფიკაციებს, აუდის ასევე ექნება საშუალება წარმოადგინოს განახლებული Audi RS Q3 და RS6 Avant-ი.

  ჟურნალისტების კითხვებზე, რომელიც ეხებოდა გასულ წელს ავტოტესტებზე გამოჩენილ ახალ მოდელებს Audi SQ8, A1 Allroad და S7 Sportback ავტობრენდმა განაცხადა, რომ აღნიშნული მოდელების გამოშვება არ არის გათვალისწინებული 2019 წელს, თუმცა შესაძლოა შეიცვალოს კიდეც რაიმე.

  

 

  2019 წელი გაახარებს ასევე Audi Q7 და Audi A4-ს მყიდველებს რესტაილინგით. 

  რაც შეეხება ელექტრომობილებს, შესაძლოა ამავე წელსაც გამოჩნდეს ელექტრო Audi Q5 E-tron და Audi A7 E-tron-ი, ამ უკანასკნელზე ავტობრენდი სერიოზულ გათვლებს აკეთებს.

  ამჟამად დამუშავების პროცესშია ასევე A8 L E-tron და E-tron Sportback-ი. 

 

  ღონისძებაზე ასევე აღნიშნულ იქნა, რომ წელს წარმოდგენილ იქნება ასევე ახალი A3, რომელიც დიდი ალბათობით კვლავ 3 კარიანი ვარიაციით იქნება.