დახურვა [X]
მოიწონეთ ჩვენი გვერდი:
MyAudi.Ge

AUDI FIS SKI CROSS WORLD CUP-ი ბაკურიანში

02.25.21 Category 52


AUDI FIS SKI CROSS WORLD CUP-ი ბაკურიანში


ბაკურიანი 2021 წელს Ski Cross მსოფლიო თასის პირველი ეტაპს უმასპინძლებს.

გამოცემის ინფორმაციით, AUDI FIS SKI CROSS WORLD CUP-ი ბაკურიანში 2021 წლის 5, 6 და 7 თებერვალს გაიმართება.

"შეჯიბრი “დიდველზე” ახალ აშენებული საბაგიროს მიმდებარედ გაიმართება, სადაც მსოფლიო ჩემპიონატისთვის განკუთვნილი ახალი გზა ეწყობა. ჩემპიონატი FIS (მსოფლიოს სათხილამურო ფედერაცია) წესებითა და რეგულაციებით დაცვით ჩატარდება. აღსანიშნავია რომ ღონისძიებისათვის შემუშავებულ იქნება COVID-19-ს სპეციალური პროტოკოლი. 

გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა FIS -ის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში, 20 სექტემბერს. ქართველი კოლეგების მიერ ჩატარებულმა სამუშაოებმა, საკმაოდ მაღალი შეფასება მიიღო.