2010 წელს კომპანია AUDI-მ განაცხადა რომ AUDI TT-RS ამერიკის ბაზრისთვისაც აიწყობოდა , მაგრამ ეს არ იყო საბოლოო გადაწყვეტილება. თუმცა 2011 წელს უკვე წარსდგა AUDI TT-RS ამერიკული ვერსია Chicago Auto Show ზე. სამწოხაროდ დაგეგმილია ამერიკის ბაზარზე მხოლოდ 1000 ასეთი მოდელის გაყვანა, ამის გამო ამერიკაში უკმაყოფილება გამოთქვა აუდის 11,500 ფანმა. ასევე კომპანიამ გვაცნობა რომ მანქანა სტანდარტული ფასისგან განსხვავებით (51 000$) 10 000 დოლარით მეტი ეღირება დ ამისი საბოლოო ფასი 61000$ შეადგენს.
ავტომობილი ევროპული მოდელის მსგავსად 2.5 ლიტრიანი ტურბო ძრავით არის აღჭურვილი, შეტანილია მცირედი ცვლილება 20 ცხენისძალის დამატების სახით და ახლა მას სულ 360 ცხენისძალა აქვს და 100 კმ/ს მდე 4.6 წამში ჩქარდება. სავარაუდოდ მეტი იქნება მაქსიმალური სიჩქარე ევროპულ მოდელთან შედარებით.
ინტერიერი და ექსტერიერი:
შესახედავად მანქანა ძალიან მიმზიდველი ენერგიული და გამომწვევია ამაში მას ეხმარება შავი ქრომინებული ცხაური, ქსენონის მაშუქები, დიდი დისკების და საბურავების ზომა, ალუმინისგან დამზადებული გარეთა სარკეები და სარკის მსგავსად პრიალა საღებავი ასევე უკანა ანტიფრთა (სპოილერი) და ორი ოვალური ჩამხშობი.
ინტერიერს რაც შეხება მანქანის სალონში მოთავსებულია ახლაი სკამები გაწყობილია უმაღლესი ხარისხის ტყავით, ალუმინის პედლებით, სამ ქიმიანი სპორტული საჭით და სალონში TT-RS ლოგოთი.
ძრავი:
როგორც გითხარით ამ მოდელს ექნება თავისი ევროპული ძმის ძრავი მაგრამ ამერიკული ვერსია გამოვა დამატებით 20 ცხენისძალით (სულ 360)ასევე მანქანას ექნება ახალი ექვს სიჩქარიანი ტრანსმისია.
ეს ავტომობილი 100 კმ/ს განვითარებას სულ რაღაც 4.6 წამში ახერხებს. სიჩქარე ლიმიტირებულია 175MPH (281.6კმ/ს) მდე.
მართალია მანქანა ძალიან მიმზიდველი და საკმაოდ ძლიერი არის მაგრამ მას საკმაოდ ძლიერი კონკურენტები ჰყავს Nissan 370Z Nismo, Mercedes SLK350 და Porsche Cayman R -ის სახით,
მონაცემები:
AUDI TTRS 370Z Nismo SLK350 Cayman R
ტექნიკური მონაცემები: V5 V6 V6 V6
ძრავი: 2.5 3.7 3.5 3.4
სიმძლავრე: 360 350 302 330
აჩქარება 100კმ/სთ მდე: 4.6 - 5.4 4.9
Top speed(ლიმიტირებული) 281.6კმ.ს 249.4კმ.ს 250კმ.ს 281 კმ.ს(MANUAL) 280კმ.ს(PDK)
კონკურენტები:
Mercedes SLK-Class (AMG-ის ვერსია ამ მომენტისათვის არ არის)
Nissan 370z Nismo
Porsche Cayman R
BMW Z4 (M ვერსია ამ მომენტისათვის არ არის)
© 2011-2019, Developed and maintained by IKART.SPACE