დახურვა [X]
მოიწონეთ ჩვენი გვერდი:
MyAudi.Ge

Audi R5 2015

01.23.19 Category 2388


Audi R5 2015

 

 ალბათ გახსოვთ VW Group-ის პროექტი BlueSport-ის კონცეფტის თაობაზე რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ გაგვაცნეს. სავარაუდოდ კომპანია მსგავსი ტიპის ავტომობილების კონვეირზე აყვანას გეგმავს, როგორც Porsche-ში ასევე Audi-შიც. შედეგად მიღებული ავტომობილები ერთმანეთის კონკურენტები არ იქნებიან, რადგან თითოეული მათგანი სხვადასხვა დონეს სთავაზობს მყიდველს. ასეთი ტიპის ავტომობილი რომელსაც რადიატორის ბადეზე 4 რგოლიანი ემბლემა ექნება R5-ის სახელით მოევლინება ჩვენს პლანეტას. Audi R5 ეს იქნება ავტომობილი ადამიანებისთვის ვისაც ჰყავთAudi TT სურთ მასზე მეტი მაგრამ არ აქვთ საკამრისი რესურსი Audi R8-სთვის.

Audi R5-ის დიზაინის სტილი მეტწილად აღებულია ახლახანს შემნილი Audi E-Tron-ის დიზანიდან. ავტომობილი გამოვა როგორც Coupe ასევეRoadstar ვერსიაც. კომპანია პროექტის დასრულებას 2013 წლისთვის გეგმავს, 2015 წლისთვის კი ავტომობილი უკვე ბაზარზე გამოჩნდება.

უკვე გავრცელდა მრავალი ჭორი Audi R5-ის თაობაზე. ერთ ერთი ჭორი ისაა რომ კომპანიას ეშინია ამ ავტომობილის შექმნა რადგან შესაძლებელია Audi TT-ს და Porsche Cayman-ის გაყიდვებზე ცუდად აისახოს ეს, ასევე ამბობენ იმასაც რომ შეიძლება ავტომობილის ღირებულე შეუფერებელი იყოს და შედეგად ავტომობილი მომგებიანი ვერ იქნება და ა.შ.
რაც შეეხება ინტერიერს, აქ სავარაუდოდ სურპრიზებს არ უნდა ველოდოდ რადგან ეს იქნება R8-ს და E-Trone-ის ინტერიერის ნაზავი. მაგრამ მეტად დახვეწილი და სპორტული.
 
ძრავის შესახებ დანამდვილებით არაფერი ვიცით. სავარაუდოდ კომპანია R5-ში იგივე აგრეგატს გამიყენებს რაც Audi TT RS-ს აქვს ეს არის 2.5 ლიტრის მოცულობის ძრავი, რომელსაც აქვს 5 ცილინდრი 350 ცხენისძალიანი ძრავი, ეს კი იმას ნიშნავს რომ მანქანა 100კმ/ს განავითარებას 4 წამზე ცოტა მეტ დროში მოახერხებს და მისი მაქსიმალური სიჩქარე 260კმ/ს მდე იქნება ელეკტრონულად ლიმიტირებული.

თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ეს ავტომობილი თავისი კლასით Audi TT-ესა და Audi R8-ს შორის დგას სავარაუდოდ მისი ფასი დაახლოებით 50 000დოლარიდან 60 000 დოლარამდე იმერყევებს.









Audi R5 Roadstar : 



VW Blue Sport: