RENM Performance-ი არის ერთ ერთი Tuning კომპანია რომლის კლანჭებშიც ბოლოს AUDI R8 Spyder-ი მოექცა. კომპანიამ საკმაოდ კარგად იმუშავა და შედეგიც წარმატებულია. ტუნერებმა ავტომობილს დაუმატეს ნახშირბადის ბოჭკოვანი მასალისგან დამზადებული წინა ტუჩი (ქვედა სპოილერი რომელიც წინა ბამპერზეა განთავსებული) ასევე ნახშირბადის ბოჭკოვანი მასალისგან დამზადებული მეტად აგრესიული დიფუზორი, ახალი სპოილერი, ახალი გამოსაბოლქვი სისტემის მილი რომელიც უკანა ბამპერის შუა ნაწილშია განთავსებული (რომლის წყალობითაც როგორც ტუნერმა განაცხადა ავტომობილი Bugatti Veyron-ს დაემსგავსა) და ATS-ის 20დიუმიანი მსუბუქი შენადნობის მუქი შეფერილობის დისკები. რაც შეეხება ინტერიერს ტუნერმა მართლაც კარგად იშრომა, აქ ჩვენ შევხვდებით საკმაოდ დიდი რაოდენობით ნახშირბადის ბოჭკოვან მასალას, წითელი ფერიში გაწყობილ პანელებს, ახალ ციფრულ ინდიკატორს რომელიც მანქანის სპიდომეტრზეა განთავსებული და უმაღლესი ხარისხის შავი ტყავისგან დამზადებულ სპორტულ სავარძლებს.