ყველაზე ეკონომიური ა1
აუდმა წარმოადგინა სრულყოფილი ა1 ჰეჩბექის ვერსია, რომელიც არჭურვილია დიზელის 1,6 ლიტრიანი ძრავით. მისი სიმძლავრე არის 104 ც.ძ, რომლის მავნე გამონაბოლქვიც არ აღემატება 100 გრამს 1 კმ–ზე.
გადაცემათა კოლოფი მექანიკურია (ხუთ საფეხურიანი), რომელიც ამავდროულად განახლდა საწვავის შემცირების მიზნით. საერთო ჯამში აუდი ა1 მოიხმარს 4 ლიტრ საწვავს 100 კმ–ზე.
ადგილიდან დაძვრა და 100 კმ სთ–ს განვითარება ხდება 10,5 წამში. ავტომობილის საერთო მაქსიმალური სიჩქარეა 190 კმ/სთ.
ძრავი გამოდის სამი კომპლექტაციით : Se, Sport და S-line. თითოეული მოიცავს სტოპ სტარტს, ESP, კონდიციონერს, სიდი ფლეიერს და სხვადასხვა ფუნქციებს.
აუდია 1–ის ფასები იწყება 16400 ევროდან და აღწევს 20 200 ევროს
© 2011-2019, Developed and maintained by IKART.SPACE