დახურვა [X]
მოიწონეთ ჩვენი გვერდი:
MyAudi.Ge

ლე–მანში გამარჯვებასთან დაკავშირებით R8-ის სპეცსერია გამოვა

07.04.11 Category 1338


ლე–მანში გამარჯვებასთან დაკავშირებით  R8-ის სპეცსერია გამოვა

ლე–მანში გამარჯვებასთან დაკავშირებით  R8-ის სპეცსერია გამოვა

 

 24 საათიანი მარათონი ლე–მანში, რომელიც ორი კვირის წინ დასრულდა აუდის გამარჯვებით, არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა. ჯგუფმა ორი ბოლიდი დაკარგა, მაგრამ ერთ–ერთმა ეკიპაჟმა (რომელზეც ნაკლები იმედები ჰქონდათ)

შესძლო პირველმა ფინიშზე გასვლა. ამის შემდგომ გადაწყდა სპეცსერიის R8 Limited Edition–ის გამოშვება.

განსხვავება იქნება ძარის ფერში, რომელსაც 19–იანი ხუთსპიციანი დისკები დაამშვენებს. Carbon Package–ს მეშვეობით დამუშავდება შიდა აქსესუარები.

სპეცსერიის ინტერიერში გამოყენებული იქნება წითელი და შავი ტყავი. ძრავში არ არის გათვალისწინებული რაიმე სახის ცვლილებები, რომელიც კვლავინდებურად 4,2 ლიტრიანი ტურბო ძრავით იქნება წარმოდგენილი.

სულ გამოშვებული ავტომობილების ტირაჟი არ გადააჭარბებს 100 ცალ ეგზემპლარს.