დახურვა [X]
მოიწონეთ ჩვენი გვერდი:
MyAudi.Ge

Audi R8 ’Toxique’ by TC Concepts

12.20.11 Category 1337


Audi R8 ’Toxique’ by TC Concepts

Audi R8 ’Toxique’ by TC Concepts!

Audi R8 ერთ ერთი ყველაზე მორგებული ავტომობილია თავის კლასში. R8-ს გარეგნული მახასიათებლები ალბათ გეცოდინებათ და ამ შემთხვევაში გეცოდინებათ ისიც რომ, ამ ავტომობილს აქვს ძალიან მიმზიდველი და დახვეწილი დიზაინი, თუმცაღა გერმანულა კომპანია TC Concepts-მა გადაწყვიტა R8-ს ექსტერიერი უფრო მეტად აგრესიული და გამომწვევი გაეხადა რაც უმაღლეს დონეზე გამოუვიდათ. 
 
კომპანია TC Concepts-მა ავტომობილს მოარგო მთლიანად ახალი და განსხვავებული  body kit-ი, რომელიც მოიცავს წინა ბამპერს უზარმაზარი საჰაერო შემწოვებით, წინა ბამპერზე განთავსებულ ნახშირბადის ბოჩკოვანი მასალისგან დამზადებულ ქვედა ტუჩს, გაგანიერებულ თაღებს (”კრილოები”), გვერდით სპოილერებს, ახალ უკანა ბამპერს ახალი უზარმაზარი ნახშირბადის ბოჩკოვანი მასალისგან დამზადებული დიფუზორით, ასევე ავტომობილს მოარგეს ახალი 20 დიუმიანი დისკები და საბურავები. კომპანიამ დიდი რაოდენობით ნახშირბადის ბოჭკოვანი მასლა გამოიყენა ინტერიერში.

 
რაც შეეხება R8-ს ტექნიკურ მხარეს TC Concepts-ი აქაც გვთავაზობს ცვლილებებს და შემოიფარგლება H&R-ის სპორტული დაკიდების სისტემით და ახალი უჟანგავი გმაოსაბოლქვი სისტემით. ამ ყველაფერს TC Concepts-ი სულ რაღაც 16,800 ევოს სანაცვლოდ გვთავაზობს (მიმდინარე კურსით 22 660 ამერიკული დოლარი) ხოლო თუ პაკეტს ავიღებთ სპორტული დაკიდების და უჯანგავი გამოსაბოლქვი სისტემების გამოკლებით ამ შემთხვევაში 13 000 ამერიკულ მწვანეშიც ”მოყომარდება” ყველაფერი.