audi ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ წელს გამოვა ოთხი ახალი მოდელი. პირველი მათგანი იქნება ა8–ის ჰიბრიდული ვერსია, რომელზეც დაყენებული იქნება 2,0 ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბინირებული ბენზინის და ელექტროძრავი.
იგეგმება აგრეთვე ა3–ის პრეზენტაცია, რომელიც სავარაუდოდ გამოვა ამაწლის შემოდგომაზე. შემდგომში ინგოლშტატშია დაგეგმილი ახალი ა6–ის პრეზენტაცია, რომელიც იქნება თავისთავად კვადრო სისტემით და ბოლოს, აუდი გეგმავს სუპერავტომობილის, R8 e-tron-ის სრულად ელექტრონული ვარიანტის გამოშვებას (რომელიც არ იქნება მასიურად გავრცელებული).
სულ, კომპანია გეგმავს 13 მილიარდი ევროს ინვესტიციის ჩადებას 2016 წლამდე. აგრეთვე დაქირავებული იქნება 1200 სპეციალისტი ინგოლშტატის ქარხანაში.
© 2011-2019, Developed and maintained by IKART.SPACE