დახურვა [X]
მოიწონეთ ჩვენი გვერდი:
MyAudi.Ge

R8-ი კარდინალურად შეიცვლება

02.06.12 Category 1268


R8-ი კარდინალურად შეიცვლება

როგორც მოგეხსენებათ Audi–ის პირველ სუპერკარს წარმოადგენს R8, რომელიც 5 წელია რაც გამოდის. მასზე დიდი მოთხოვნაა, რაც გამოწვეულია მისი მოხერხებულობით, ხარისხით, სიმძლავრით და სხვა ტექნიკურ მახასიათებლებით.

უკვე დაიწყო მეორე თაობის R8–ზე მუშაობა, რომელიც 2012–ში მოგვევლინება. იგი იქნება განახლებული როგორც ვიზუალურად, ასევე ტექნიკურად.

განახლებული R8 წარმოდგენილი იქნება 7 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფით (ნაცვლად არსებული 6–ისა), ძრავი იქნება V10 გაზრდილი სიმძლავრით, ხოლო ინტერიერს დაემატება მულტიმედიური ინტერფეისი.

შეიცვლება ძარის ნაწილებიც, რომელთაგან ზოგიერთი იქნება კარბონის. ავტომობილის მასა შემცირდება 100 კგ–ით. გამოვა ასევე TOP R8, რომელიც იქნება 5,2 ლიტრიანი ძრავით 550 ცხენისძალით.

ახალ მოდელში ასევე იქნება 600 ცხენისძალამდე ტურბოს მეშვეობით გაზრდილი V8–ის ტიპის ძრავი.