დახურვა [X]
მოიწონეთ ჩვენი გვერდი:
MyAudi.Ge

Audi–მ TT–ს ყველაზე მძლავრი ვერსია შექმნა

02.13.12 Category 1482


Audi–მ TT–ს ყველაზე მძლავრი ვერსია შექმნა

ხმები სპორტქარ Audi TT-RS Plus–ის ახალი მოდიფიკაციის შექმნის შესახებ დადასტურდა. გერმანელმა მწარმოებელმა ყველაზე მძლავრი Audi TT–ს პირველი ფოტოები გამოაქვეყნა და მისი ტექნიკური მახასიათებლებიც წარმოადგინა.

მოდელის ტოპ–ვერსია 2,5–ლიტრიანი ტურბირებული ძრავითაა აღჭურვილი. ინჟინრებმა ძალოვანი აგრეგატი 20 ცხენის ძალით გააძლიერეს და 360 ცხენის ძალამდე გაზარდეს.

კუპე 100 კმ სთ სიჩქარეს 4,1 წამში ავითარებს, მექანიკური ტრანსმისიის მქონე მანქანას კი ამისთვის 0,2 წამი ესაჭიროება.  

მოდელის ღია მოდიფიკაცია პირველ ას კმ. სთ–მდე 4,2 წამში ადის, მექანიკური გადაცემათა კოლოფით კი 4,4 წამში. კუპესა და როდსტერს ერთნაირი მაქსიმალური სიჩქარე – 280 კმ. სთ აქვთ.

Audi TT–ს სხვა ვერსიებისგან TT-RS Plus–ი გამოირჩევა ახალი მუქი–რუხი რადიატორის ბადით, ექსკლუზიური 19–დიუმიანი დისკებით, გარე სარკეების კორპუსებით და სხვა დეტალებით.

ახალი მანქანის პირველი ჩვენება ჟენევის საერთაშორისო ავტოსალონზე, მარტში გაიმართება. მექანიკური კოლოფის მქონე კუპეს ღირებულება გერმანიაში 60 650 ევროს შეადგენს, როდსტერი კი 63 500 ევრო ღირს. რობოტიზებული ტრანსმისიის მიღება ავტომფლობელს დამატებით 2150 ევრო დაუჯდება.

 

მომზადებულია onlinenews.ge -ს მასალებით