დახურვა [X]
მოიწონეთ ჩვენი გვერდი:
MyAudi.Ge

ახალი A3-ის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია!

02.23.12 Category 1435


ახალი A3-ის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია!

ინტერნეტით გავრცელდა ახალი თაობის ჰეჩბექი აუდი ა3–ის ფოტოსურათები, რომლის პრემიერაც იგეგმება მარტის თვის დასაწყისში (ჟენევის ავტოსალონის ფარგლებში).

ახალი მოდელი გამოვა სამკარებიანი (შემდგომში ხუთი კარით), შესაძლოა გამოვიდეს კაბრიოლეტიც. როგორც ძველი, ასევე ახალი მოდელი იქნება სრულამძრავიანი (4x4).

დასაწყისისათვის მოდელი გამოვა 120 დან 180 ცხენისძალამდე, ბენზინის ძრავით. სავარაუდოდ ძრავი იქნება 1,4 ლიტრიანი სხვადასხვა ფარსუნკებით, რომელიც მოიცავს ცილინდრების პერიოდულ გათიშვას), ასევე

გამოვა ტურბოდიზელის 1,6 ძრავები. გადაცემათა კოლოფი იქნება მექანიკური და შვიდ სიჩქარიანი. იგეგმება ჰიბრიდული ვერსიის წარმოებაც

 

 

მოდელი აღიჭურვება ასევე "ტაჩპად"–ის სენსორული ფუნქციით (რის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება ნავიგაციის მართვა)

 

ამ ეტაპზე მეტი ინფორმაცია არ ვრცელდება