A4 ერთ–ერთი ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია, რომელიც იწარმოება 1994 წლიდან.
იმისათვის, რომ Audi–ს შეენარჩუნებინა A4–ის მასშტაბური გაყიდვები, გამოვიდა ახალი, განახლებული 2013 წლის მოდელი, აღნიშნული მოდელისათვის
დამახასიათებელი დახვეწილი დიზაინით და ტექნიკური მახასიათებლებით.
წინა ფარები შუქდიოდებითაა, შეცვლილია საჭე, სავარძლების გათბობა, შეცვლილია სალონის ფერებიც. ამერიკისათვის განკუთვნული ავტომობილები იქნება 211 ცხენისძალის მქონე – ტურბინირებული 2,0 ძრავები, 6 სიჩქარიანი გადაცემათა (მექანიკა) და
8 საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით. S4 შეინარჩუნებს 333 ცხენისძალას, ხოლო 3.0 ძრავები აღიჭურვება 7 სიჩქარიანი ორმაგი მოჭიდების გადაცემათა კოლოფით.
ევროპისათვის განკუთვნული იქნება 1,8 ლიტრიანი ტურბინირებული ძრავები (რომელიც არ იგეგმება ამერიკული ავტომობილებისათვის).
აღსანიშნავია ასევე, რომ შეიცვალა მოდელის დინამიკა და მოძრაობა (როგორც მწარმოებელი აღნიშნავს) გაუმჯობესებულია უკანა დაკიდების სისტემის გაუმჯობესების და რეგულირებადი ამორტიზატორების შედეგად.
შეიცვალა საჭის გამაძლიერებელიც, რომელიც ელექტრომექანიკური გახდა.
მოდელი სავარაუდოდ გამოვა 2013 წლის ბოლოსათვის.
© 2011-2019, Developed and maintained by IKART.SPACE