რამოდენიმე დღის წინ ავტომწარმოებელმა AUDI-მ დაარეგისტრირა ახალი სახელწოდება Q8, რომელიც სავარაუდოდ ყველგანმავალი იქნება, რომელიც ჩაანაცვლებს Q7–ს.
ბრიტანულმა ავტოჟურნალმა "CAR" – მა უკვე წარმოადგინა ინფორმაცია ზემოაღნიშნული ავტომობილის შესახებ. მომავალი Q8 შეიქმნება MLB–ს პლატფორმაზე, ახალი ყველგანმავალი იქნება შედარებით მსუბუქი, ვინაიდან 60% იქნება მეტალი,
ხოლო 40% მსუბუქი მასალა. რაც შეეხება ძრავს, იგი იქნება იმავე სიმძლავრის, უბრალოდ დაემატება ახალი 4 ცილინდრიანი სერია, სადაც გათვალისწინებული იქნება 230 დან 300 ცხ. ძალამდე.
ტურბოდიზელის ძრავით აღჭურვილი მოდელი გამოვა 250, ხოლო 4,2 ატმოსფერული V8 ძრავი 400 ცხენისძალიანი სიმძლავრით.
რასაკვირველია გამოვა S სერიაც, სადაც მიღებული იქნება 550 ცხენისძალა.
© 2011-2019, Developed and maintained by IKART.SPACE