დახურვა [X]
მოიწონეთ ჩვენი გვერდი:
MyAudi.Ge

როგორი იქნება 2015 წლის A4 B9

06.05.12 Category 1459


როგორი იქნება 2015 წლის A4 B9

 

 

მედიაში გავრცელდა 2015 წელს გამოსაშვები Audi A4 B9-ს ფოტომასალა. 4 თაობის სედანი იქნება ჰიბრიდული, რასაკვირველია Quattro სისტემით.

მოდელი გამოვა MLB-ს პლატფორმაზე (რომელზეც უკვე წარმატებითაა ტესტირებული A5–ზე), კონსტრუქციებში გამოყენებული იქნება კიდევ უფრო მეტი ალუმინი, რათა მაქსიმალურად შემცირებულ იქნას ავტომობილის წონა (დაახლოებით 120–150 კგ–ზეა ვარაუდი),

თუმც წონის შემცირება არ იმოქმედებს ავტომობილის მთავარი კონსტრუქციებზე, რაც კვლავინდებურად მაღალი სიმტკიცის ფოლადით იქნება დამზადებული.

ცვლილებებია ექსტერიერშიც, რომელიც უფრო დინამიურია და "დაკუნთული" ძველი A4–ებისგან განსხვავებით,სადაც გამოკვეთილად იგრძნობა დიზაინერ

ვალტერ დე სილვას შტრიხები (რომელიც აუდების ბოლო მოდელების დიზაინერია).

ავტომობილი იქნება ადაპტირებადი განათების მქონე შუქდიოდებით (რაც ამჟამად გამოიყენება A7, A8–ში), სანისლე ფარების ადგილზე კი იქნება კრუიზკონტროლის ადაპტირებადი რადარები

(ის ასევე გააკონტროლებს სავალი ნაწილის ხაზებს).

გადაცემათა კოლოფი წარმოდგენილი იქნება 7 სიჩქარიანი S-Tronic–ით (ორმაგი "სცეპლენიით"), კლასიკური ტრასფორმირებადი ავტომატური გადაცემათა კოლოფით.

კვადრო სისტემა იქნება როგორც მექანიკური (როგორიც Q5-ზეა), ასევე ელექტრონული (როგორიც e-tron spyder–ზეა).

 

ძრავებს რაც შეეხება წარმოდგენილი იქნება 2 და 3 ლიტრიანი ბენზინის, დიზელის (რომლის მოცულობაც ჯერჯერობით უცნობია). ბენზინის ტურბინირებული ძრავებით მიღწეული იქნება 150 დან 350 ცხენისძალამდე.

 

იგეგმება ასევე უნივერსალი Avant–ის, წაგრძელებული A4L–ის (რომელიც მხოლოდ გერმანიაზე იქნება გათვლილი), Coupe–ს და 2016 წლისათვის უკვე კაბრიოლეტის გამოშვება.