სექტემბრის ბოლოს გერმანული მწარმოებელი Audi პარიზის ავტოსალონზე წარადგენს სამკარიან კონცეფტუალურ კროსოვერს – ინდექსით Q2.
ავტომობილის ვიზუალური მხარე, რაზეც თავდაუზოგავად მუშაობენ ვოლფგანგ ეგერას ხელმძღვანელობით აუდის დიზაინერები, გარეგნულად შეიძენს გარკვეული სახის ახალი სტილის ელემენტებს.
ავტომობილის პლატფორმა იქნება MQB, რაც იძლევა სავარძლების სხვადასხვა სქემით განლაგების შესაძლებლობას, ძარის სიგრძე იქნება 4150 მმ.
ავტომობილის მასიური წარმოება იგეგმება 2015 წლისათვის, რომელიც იქნება ბენზინის ძრავით 122 დან 228 ცხენისძალამდე, დიზელის ძრავით – 111 დან 182 ცხენისძალამდე.
გადაცემათა კოლოფი იქნება მექანიკური როგორც 6 სიჩქარიანი, ასევე 7 სიჩქარიანი (რობოტიზებული ორმაგი მოჭიდებით).
სტანდარტულად გამოვა წინა წამყვანი, თუმც შეკვეთებში იგეგმება სრულამძრავიანი მოდელების გამოშვებაც.
როგორც ავტოექსპერტები აღნიშნავენ, მოდელი მიიზიდავს MINI Countryman–ის კლიენტებს (რომელიც ბოლო დროს საკმაოდ მოთხოვნადია).
© 2011-2019, Developed and maintained by IKART.SPACE