დახურვა [X]
მოიწონეთ ჩვენი გვერდი:
MyAudi.Ge

ტექინსპექტირება

ხშირად დასმული კითხვა-პასუხები


   გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია ატარებს გაცნობით-საინფორმაციო ხასიათს, რათა დაგეხმაროთ ტექინსპექტირებასთან დაკავშირებით არსებულ შეკითხვებთან დაკავშირებით.
   წარმოდგენილი ინფორმაცია ემყარება როგორც ტექინსპექტირების ცენტრების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციას, ასევე ვებ-გვერდის ადმინისტრაციისა და ამავე საიტის მომხმარებლების პირად გამოცდილებას.

გთხოვთ ნუ მოგვწერთ Facebook-ში ტექინსპექტირებასთან დაკავშირებით! ჩვენ არ ვახორციელებთ ტექინსპექტირებას და არც სხვა რაიმე სახის მომსახურებას, დაკავშირებულს ტექინსპექტირებასთან!


ავტომობილის შემოწმება

4 წლამდე ასაკის ავტომობილები არ გადიან ტექინსპექტირებას.
4 დან 8 წლამდე ავტომობილები 2 წელიწადში ერთხელ.
8 წელს ზემოთ ასაკის ავტომობილები - ყოველწლიურად

ტექნიკურ ინსპექტირებას ექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე დადგენილი წესით რეგისტრირებული M2, M3, N2, N3, O3, O4 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებები

ავტომობილის ინსპექტირების ბოლო ვადა განისაზღვრება ავტომობილის რეგისტრაციის რიცხვისა და თვის შესაბამისად.
მაგალითად, თუ ავტომობილის რეგისტრაციის თარიღია 15 იანვარი, ავტომობილს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გავლილი უნდა ჰქონდეს მიმდინარე წლის 15 იანვრის ჩათვლით.

მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება 60 ლარი (ელექტრომობილები 48 ლარი)
სატვირთო და სამგზავრო ავტომობილების - 100 ლარი
თანხის გადახდა მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით

ტრანზიტული ნომრების მქონე და განუბაჟებელ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს


O1, O2 (მისაბმელი 750 კგ-დან 3500 კგ-მდე) და L (მოტოციკლი) კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებს

ისტორიული ინტერესის სატრანსპორტო საშუალებებს (ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც დამზადებულია 1960 წლამდე, თუკი აღნიშნული ტიპისა და მოდელის სატრანსპორტო საშუალება მოხსნილია წარმოებიდან და აღარ გამოდის, თუკი ისტორიულად დაცულია და შენარჩუნებული პირვანდელი მდგომარეობით და მისი ძირითადი კომპონენტების ტექნიკურ მახასიათებლებს არ განუცდიათ რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება

იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც ამოღებულია ექსპლუატაციიდან

სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა დამამზადებლის მიერ დადგენილი მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე არ აღემატება 25 კმ/სთ-ს

დამოუკიდებლად შეგიძლიათ აირჩიოთ ინსპექტირების ნებისმიერი ცენტრი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ადგილისა და თავისი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად.

ტექინსპექტირების ცენტრების რუკა

სატრანსპორტო საშუალება სუფთა (გარეცხილ) მდგომარეობაში უნდა იყოს წარდგენილი ტექინსპექტირებაზე

სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა
მომსახურების საფასასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი

სატრანსპორტო საშუალების განმეორებითი ინსპექტირებაზე წარდგენა უნდა მოხდეს პირველი ინსპექტირების დროს ხარვეზებისა და პირობების გამოვლენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ ინსპექტირება ხორციელდება საერთო საფუძველზე.
თუ სატრანსპორტო საშუალების განმეორებითი ინსპექტირება ხორციელდება იგივე ინსპექტირების ცენტრში, რომელშიც ჩატარდა პირველი ინსპექტირება, განმეორებითი ინსპექტირება ტარდება მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე ინსპექტირების ანგარიშზე აღნიშნულ მხოლოდ იმ პოზიციებზე, რომლებიც არ აკმაყოფილებენ დადგენილ კრიტერიუმებს.

ნებისმიერ თქვენთაგანს. სავალდებულო არ არის თან ახლდეს ავტომობილის მფლობელი.

სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია
სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია გულისხმობს ავტომობილის არსებული მდგომარეობის შედარებას დარეგისტრირებულ მონაცემებთან.რა დროსაც მოწმდება ავტომობილის ტიპი,მარკა,მოდელი,ფერი,სანომრე ნიშნის არსებობა და მდგომარეობა.საჭის ქარხნული მდებარეობა და მასში შეტანილი ცვლილებები.მოწმდება ავტომობილის საიდენტიფიკაციო ნომერი(VIN კოდი)


სამუხრუჭო აღჭურვილობა
საჭით მართვის სისტემა
ხილვადობა
ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა
ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება
შასი და მისი შემადგენლები
სხვა მოწყობილობები
ა) სატრანსპორტო საშუალებები აღჭურვილი უნდა იყოს შემდეგი ელემენტებით:
ა.ა) M2 და M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები მინიმუმ ორი ცეცხლსაქრობით, რომელთაგან ერთი უნდა იყოს განთავსებული მძღოლის კაბინაში, ხოლო მეორე – სამგზავრო სალონში (ძარაში);
ა.ბ) ამრეკლავი სამკუთხედით (საავარიო გაჩერების ნიშანი);
ა.გ) სამედიცინო სააფთიაქო ყუთით;
ა.დ) ხმოვანი სასიგნალე მოწყობილობით;
ა.ე) საექსპლუატაციო დოკუმენტაციით გათვალისწინებული უსაფრთხოების ღვედებით, დამაგრების სამი წერტილით (თუ ეს გათვალისწინებულია კონსტრუქციულად დამამზადებლის მიერ);
ა.ვ) სპიდომეტრით;
ა.ზ) ოდომეტრით;
ა.თ) ტაქოგრაფით (თუ ეს გათვალისწინებულია კონსტრუქციულად დამამზადებლის მიერ);
ა.ი) თავის მისაყუდებლით (თუ ეს გათვალისწინებულია კონსტრუქციულად დამამზადებლის მიერ);
ა.კ) დამატებითი სამუხრუჭო შუქებით (თუ ეს გათვალისწინებულია კონსტრუქციულად დამამზადებლის მიერ);
ა.ლ) ავარიული სიგნალიზაციით (თუ ეს გათვალისწინებულია კონსტრუქციულად დამამზადებლის მიერ);
ა.მ) სიჩქარის შემზღუდავი მოწყობილობით (თუ ეს გათვალისწინებულია კონსტრუქციულად დამამზადებლის მიერ);
ა.ნ) უსაფრთხოების ბალიშებით (თუ ეს გათვალისწინებულია კონსტრუქციულად დამამზადებლის მიერ);
ა.ო) M3, N2, N3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები მინიმუმ ორი უკუგორვის საწინაღო საბჯენით;
ა.პ) ჩამკეტებით და გატაცების საწინააღმდეგო მოწყობილობით;
ა.ჟ) დამამზადებლის მიერ გათვალისწინებული სხვა კონსტრუქციული ელემენტებით;
ბ) დაუშვებელია უსაფრთხოების ღვედების ექსპლუატაცია შემდეგი გაუმართაობებით:
ბ.ა) საკეტის დაზიანებები აღმოჩენილია შეუიარაღებელი თვალით;
ბ.ბ) საკეტი გაუმართავია (არ იხსნება თავისუფლად და არ აფიქსირებს ჩაკეტილ მდგომარეობას);
ბ.გ) გაუმართავია უსაფრთხოების ღვედის დამჭიმავი მოწყობილობა;
ბ.დ) უსაფრთხოების ღვედი მკვეთრი მოძრაობისას არ ბლოკირდება;
გ) M2 და M3 კატეგორიის ასს აღჭურვილი უნდა იყოს დამატებით:
გ.ა) მინის გამტეხი ჩაქუჩების კომპლექტით;
გ.ბ) გასასვლელი კარის ავარიული გაღების მექანიზმით;
გ.გ) ავარიული გასასვლელების გამოყენების შესახებ საინფორმაციო წარწერებით;
დ) სახიფათო ტვირთების გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპირების წესი დგინდება შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით


უარყოფითი ზემოქმედება
დამატებითი ინსპექტირება მგზავრთა გადამყვან M2, M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის

ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაკომპლექტებული უნდა იყოს უკანა ხედვის სარკეებით, აგრეთვე მინებით და მზისგან დამცავი საშუალებებით


ავტოსატრანსპორტო საშუალებები აღჭურვილი უნდა იყოს საქარე მინის მინასაწმენდებითა და მინამრეცხებით


დამუქებული მინები აღარ წარმოადგენს დაბრკოლებას და შესაბამისად აღარ დახარვეზდება


დაუშვებელია:

≡ საქარე მინაზე მინამწმენდის მოქმედების არეში და სარკეებზე ბზარებისა და ლაქების არსებობა (შენიშვნა: ავტომობილი აღარ დახარვეზდება საქარე მინაზე არაუმეტეს სამი წერტილოვანი, 5 მილიმეტრამდე დიამეტრის მქონე დაზიანების არსებობის შემთხვევაში)

≡ წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარები უნდა ირთვებოდეს გაბარიტულ მაშუქებთან ერთად, შორი და ახლო შუქის ფარების ჩართვისგან დამოუკიდებლად
≡ რეგისტრაციის ნომრის უკანა ნიშნის განათების ფარი უნდა ინთებოდეს გაბარიტულ შუქთან ერთად და მუშაობდეს მუდმივ რეჟიმში


დასაშვებია დამუხრუჭების დამატებითი სიგნალების დაყენება

დაუშვებელია:

მაშუქი ხელსაწყოების დემონტაჟი ან განლაგების ადგილის შეცვლა
ახლო განათების რეჟიმით ფარების შუქის ისეთი მიმართულება, როდესაც ხდება შემხვედრი ავტოსაშუალების მძროლის მხედველობის დაბინდვა

სატრანსპორტო საშუალებები აღჭურვილი უნდა იყოს შემდეგი ელემენტებით:
M1 და N კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები მინიმუმ ერთი, ხოლო M2 და M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები მინიმუმ ორი ცეცხლსაქრობით, რომელთაგან ერთი უნდა იყოს განთავსებული მძღოლის კაბინაში, ხოლო მეორე – სამგზავრო სალონში (ძარაში)
ამრეკლავი სამკუთხედით (საავარიო გაჩერების ნიშანი)
სამედიცინო სააფთიაქო ყუთით
ხმოვანი სასიგნალე მოწყობილობით
სპიდომეტრით
ოდომეტრით
უსაფრთხოების ბალიშებით (თუ ეს გათვალისწინებულია კონსტრუქციულად დამამზადებლის მიერ)

საბურავების ცვეთა განისაზღვრება მასში ჩაშენებული ცვეთის ინდიკატორით. იმ შემთხვევაში, თუ საბურავს არ გააჩნია ცვეთის ინდიკატორი, საბურავების ცვეთა განისაზღვრება პროტექტორის ნახატის სიმაღლით, რომელიც უნდა იყოს არანაკლებ:
M1, N1, – კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის – 1,6 მმ;
N2, N3, O3, O4 – კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის – 1,0 მმ;
M2, M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის – 2,0 მმ;


დაუშვებელია:

საბურავის ადგილობრივი დაზიანებები, რომლებიც აშიშვლებენ კორდს.
დისკების დასამაგრებელი თუნდაც ერთი ჭანჭიკის ან ქანჩის არქონა.
ერთ ღერძზე სხვადასხვა პროტექტორის მქონე საბურავების დაყენება.

ავტოსატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონე უნდა შეესაბამებოდეს მოთხოვნებს, რომლებიც დადგენილია სატრანსპორტო საშუალების ტიპის ოფიციალური დამტკიცებისას, ან რეგისტრაციის ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობით
დაუშვებელია ნამწვი აირების გამონაბოლქვის სისტემის ელემენტების დაზიანებით გამოწვეული ხმაური



ბენზინის ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში, რომლებთან დაკავშირებითაც ტიპის დამტკიცების სტანდარტები მიუთითებს, რომ ისინი აღჭურვილი უნდა იყოს გამონაბოლქვის კონტროლის თანამედროვე სისტემებით, როგორიცაა სამკომპონენტიანი კატალიზური კონვერტორი ლამბდას კონტროლით, გამონაბოლქვის რეგულარული ინსპექტირების სტანდარტები უფრო მკაცრია, ვიდრე ჩვეულებრივი სატრანსპორტო საშუალებისათვის
ნახშირჟანგის (CO) შემცველობის კონტროლი ხდება მწარმოებლის მიერ განსაზღვრული დონით, თუმცა თუ ეს ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი, მაშინ დასაშვები შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს შემდეგნაირად:
1986 წლის 1 ოქტომბრამდე რეგისტრირებულ/გაშვებულს ექსპლუატაციაში მქოფ ავტომობილებისათვის - 4,5%-ს
1986 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ რეგისტრირებულ/გაშვებულს ექსპლუატაციაში მქოფ ავტომობილებისათვის – 3.5 %-ს
ბენზინის ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება დახარვეზდება, თუკი ვიზუალური შემოწმებისას მოჭარბებული კვამლის შეფერილობა იქნება შავი, ნაცრისფერი ან / და ლურჯი

საჭის მექანიზმის შემოწმება მოიცავს საჭის თვლის ზოგადი მდგომარეობის, საჭის თვლისა და მისი ფოლხვის, საჭის სვეტის და მისი ცალუღებისა და ჩანგლების, საჭის გამაძლიერებელის, საჭის მექანიზმის კორპუსის დამაგრების, საჭის ამძრავის, ელექტრონული მაძლიერებლის (EPS) თუ გათვალისწინებული აქვს ქარხანა დამამზადებელს და საბრუნი პოჭოჭიკის შემოწმებას. შემოწმებას ახორციელებს ინსპექტირების ცენტრის ინსპექტორი.

გაზზე მომუშავე ავტომობილები მოწმდება დადგენილი წესით, როგორც სხვა საწვავზე მომუშავე ავტომობილები. ინსპექტირებისას აუცილებელია აირბალოვანი სისტემა იყოს მწყობრში, რისთვისაც საჭიროა სისტემის გამართულობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, აღნიშნულ დოკუმენტზე ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრს - 2192233
აღსანიშნავია, რომ წარდგენილი უნდა იქნას როგორც შესაბამის სფეროში აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მიერ გაცემული აირბალონისა და აირბალონიანი მოწყობილობის ინსპექტირების სერთიფიკატი და შესაბამისობის ფირნიში, ასევე ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობაში აუცილებელია ეწეროს აირი/ბენზინი.

გადატანილსაჭიანი ავტომობილები ისევე გაივლიან ტექნიკურ ინსპექტირებას, როგორც სხვა ნებისმიერი, თუ ისინი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პარამეტრებს დააკმაყოფილებენ.
ამავე დროს, ინსპექტირების დაწყების ეტაპიდან საჭის გადატანა იკრძალება


აღსანიშნავია, რომ უმეტეს შემთხვევაში მარჯვენასაჭიანი ავტომობილები საჭიროებენ მხოლოდ ფარების რეგულირებას, თუმცა ჩემს შემთხვევაში აღნიშნული ხარვეზიც არ დაფიქსირებულა და წარმატებით მოხდა ინსპექტირების გავლა.

ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობაში მითითებული ფერი უნდა იყოს დომინანტი ფერი ინსპექტირებაზე წარდგენილი ავტომობილის ფერისა, რათა მოხდეს იდენტიფიცირება.

ძარის გარკვეული ე.წ. გასმულ-გამოსმული მონაკვეთები ზოგ შემთხვევაში არ წარმოადგენს დაბრკოლებას, თუმცა დახარვეზებას ექვემდებარება თუ არა ცალსახად შეუძლებელია განსაზღვრა, ეს ადგილზე მოწმდება ინსპექტორის მიერ.
ცალსახად დახარვეზდება არასაიმედოდ დამაგრებული, ზედმეტად კოროზიული, არასაკმარისი დაშორების შემთხვევაში სავალი თვლებისაგან ან თუ არ შეესაბამება მოთხოვნებს. დაზიანება აუცილებელია შემოწმდეს ადგილზე ინსპექტორის მიერ.



მაშუქი მოწყობილობის საბნეველას დაზიანების შემთხვევაში ავტომობილი დახარვეზდება

იმ შემთხვევაში, თუ ანათებს რაიმე სახის მაფრთხილებელი ნიშანი, როგორიცაა Check, Airbag და ა.შ. ეს მიუთითებს მაფრთხილებელი სისტემის გაუმართაობაზე, შესაბამისად შესაძლოა დახარვეზდეს (თუმცა ყოველივე აღნიშნული ადგილზე უნდა შეამოწმოს ინსპექტორმა)

იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილიდან ჟონავს ზეთი დახარვეზდება, ხოლო თუ ჟონავდა და შეკეთებულია, მაგრამ აღენიშნება ჟონვის კვალი სასურველია გაირეცხოს (ჩვეულებრივი სტანდარტული წესით), ვინაიდან ავტომობილი სუფთა მდგომარეობაში უნდა იქნას წარდგენილი

ავტომობილი ვერ გაივლის ტექინსპექტირებას თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების მინების შუქგამტარობის შემცირებაა წინა საქარე მინებზე, აგრეთვე წინა გვერდითა მინებზე 40%-ზე მეტი ოდენობით, ხოლო მძღოლის უკან მსხდომი მგზავრების მხარეს განთავსებულ გვერდითა მინებზე 75%-ზე მეტი ოდენობით.

დღეის მდგომარეობით ყველა მსუბუქი სამგზავრო ავტომობილი, რომელსაც ქარხანა-დამამზადებელმა გაუთვალსიწინა კატალიზატორი და გამოუშვა ბენზინის საწვავზე აუცილებელია აკმაყოფილებდეს გამონაბოლქვის დადგენილ ზღვარს ,რომელიც არის არაუმეტეს 0.8 %.

თუ ვერ გაიარეთ როგორც პირველადი, ასევე განმეორებითი შემოწმება დადებითად, ავტომობილი ჩაითვლება გაუმართავად და მისი მართვა დაექვემდებარება დაჯარიმებას.

ჯარიმის ოდენობა ინსპექტირების გავლის გარეშე ავტომობილის მართვისა და ექსპლუატაციისათვის 2018 წლის იანვრიდან გაიზარდა და შეადგენს:
ფიზიკური პირისთვის 50 ლარს
იურიდიული პირისთვის 200 ლარს

ინსპექტირების პროცესის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მოქმედებს ცხელი ხაზი - 1484, რომელიც მუშაობს ყოველ სამუშაო დღეს 09:00 – 18:00 სთ-ებში