დახურვა [X]
მოიწონეთ ჩვენი გვერდი:
MyAudi.Ge

ხშირად დასმული კითხვები

შეკითხვის დასმამდე, გთხოვთ ყურადღებით წაიკითხეთ


ხშირად დასმული შეკითხვები

MyAudi.Ge არის ქართული მაღალრეიტინგული და ერთადერთი პორტალი აუდის შესახებ.
ვებ-გვერდი არსებობს 2011 წლიდან და მისი ყოველთვიური უნიკალურ მომხმარებელთა რაოდენობა აღემატება 10 000-ს!
საიტის საშუალებით შეგიძლიათ, სრულიად უფასოდ, გაყიდოთ ან იყიდოთ აუდი/ნაწილები. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ აუდის პოპულარიზაციას საქართველოში, ხოლო მომხმარებელს გვსურს გავუადვილოთ აუდის ყიდვა/გაყიდვისა და ექსპლუატაციის პროცესი.
აქვე განვმარტავთ, რომ ჩვენ არ ვართ ორგანიზაცია/ოფისი ან სახელოსნო. არ ვაწარმოებთ არანაირ სამუშაოებს, უბრალოდ შექმნილი გვაქვს აუდისადმი მიძღვნილი ვებ-გვერდი, საიტზე კი უმეტესად განთავსებულია თავად მომხმარებელთა მიერ გაკეთებული განცხადებები. მაშასადამე:
საიტის ადმინისტრაცია თავად არ აწარმოებს ყიდვა-გაყიდვას
საიტის ადმინისტრაცია თავად არ აკეთებს დაზიანებულ ავტომობილებს/ნაწილებს
საიტის ადმინისტრაციას არ ჩამოაქვს ავტონაწილები

საიტზე ძალიან მარტივად (რეგისტრაციის, აქტივაციისა და სხვა დამატებითი საშუალებების გარეშე) არის შესაძლებელი განცხადების დამატება, უბრალოდ აირჩიეთ მენიუში რას ყიდით - ავტომობილს თუ ავტონაწილს.
4 მიზეზი, რის გამოც შესაძლოა ვერ ამატებდეთ განაცხადს:
1. არაკორექტულად არის შევსებული ველები/მითითებული ავტომობილის მონაცემები;
2. ფოტოსურათის ზომა დასაშვებზე მეტია ან/და BMP ფორმატის;
3. არასწორად უთითებთ სურათზე გამოსახულ ციფრებს;
4. არასწორად გაქვს პაროლი განმეორებით მითითებული;

განცხადების წასაშლელად გადადით წასაშლელ განყოფილებაში (იხილეთ საიტის ზემოთ არსებული მენიუს ნავიგაციაში) ან განცხადებაშივე არსებული ღილაკი "წაშლა"
წაშლის დროს მიუთითეთ წასაშლელი კონკრეტული განცხადების ID ნომერი და თქვენს მიერ დაყენებული/მოფიქრებული პაროლი.
თუ აღარ გახსოვთ პაროლი და ვერ შლით განცხადებას, მოგვწერეთ Facebook-ზე. გაითვალისწინეთ, რომ საიტის მოდერატორმა შესაძლოა მოგთხოვოთ დამატებითი ინფორმაცია წასაშლელი ავტომობილის შესახებ, რათა დარწმუნდეს, რომ ნამდვილად თქვენს მფლობელობაშია

MyAudi.Ge-ზე შესაძლოა შეამოწმოთ პატრულის ჯარიმები, თბილისის პარკინგი, VIN კოდი და ტექდათვალიერების პერიოდი, თუმცა ყოველივე ხსენებული არ წარმოადგენს MyAudi.Ge-ს სერვისს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შეკითხვების არსებობის შემთხვევაში უნდა მიმართოთ თავად სერვისის განმახორციელებელ შესაბამის ორგანიზაციას.

MyAudi.Ge არის აუდის მოყვარულთა მიერ შექმნილი ვებ-გვერდი. უშუალოდ ჩვენ არაფერს არ ვყიდით და არ ვყიდულობთ, ვასრულებთ შუამავლის როლს მყიდველსა და გამყიდველს შორის. მაშასადამე წარმოგიდგენთ ჩვენს ხელთ არსებულ დაშლილების/ავტონაწილების გადამყიდველთა საკონტაქტო მონაცემებს, ხოლო სხვადასხვა ნაწილების ნახვა ასევე შეგიძლიათ თავად გამყიდველთა მიერ განთავსებულ განცხადებებში MyAudi.Ge-ზე

იხილეთ: აუდის ნაწილები

1. ვანო 577 71 71 74 (ფეიქრების ქუჩაზე)
2. მამუკა 551 84 44 44 (ელიავას ბაზრობაზე)
3. ზურა/ვასო 599 56 59 77 (ელიავას ბაზრობაზე)

ინფორმაციის დამატებისათვის მოგვწერეთ info@myaudi.ge-ზე ან Facebook-ზე

ყურადღება: საკუთარი და არამხოლოდ, გამოცდილებიდან გამომდინარე არ გირჩევთ ისანში არსებულ დაშლილებს: გია 555 263 ***

საიტის Facebook გვერდზე ხშირად შემოდის ისეთი სახის შეტყობინებები, სადაც იგზავნება ფოტოსურათი და ავტორი ითხოვს, რომ მისი ავტომობილი განთავსდეს საიტზე.
განგიმარტავთ, რომ საიტზე ძალიან მარტივად თავადვე შეგიძლიათ განათავსოთ ავტომობილი - ავტოგანცხადების, ფოტოგალერეის თუ ავტონაწილების კატეგორიაში (ყოველგვარი რეგისტრაციის, აქტივაციისა და დამატებითი სირთულეების გარეშე).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოგზავნილი ფოტოსურათების ატვირთვა თავად უნდა განახორციელოთ საიტზე.

ავტოგანცხადების დამატება
ნაწილის განცხადების დამატება
ფოტოგალერეაში აუდის დამატება
სერვისის/მომსახურების განყოფილებაში განცხადების დამატება

საიტის ადმინისტრაცია ვერ მოგახსენებთ ამა თუ იმ კონკრეტული მოდელის მინუსებდა თუ პლიუსებს. დღესდღეობით უამრავი ინფორმაციაა ინტერნეტში, რაც თავად შეგიძლიათ მოიძიოთ და გადაწყვიტოთ.
სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს საამისო დრო, რომ online რეჟიმში ვისაუბროთ აუდის სხვადასხვა მოდელებზე, რჩევებზე და ა.შ.

როგორც უკვე არაერთგან არის ჩვენს საიტზე აღნიშნული, MyAudi.Ge არის მხოლოდ აუდის მოყვარულთა მიერ შექმნილი ვებ-გვერდი და ჩვენ არ ვახორციელებთ ავტომობილების შეკეთებას, პრობლემების აღმოფხვრას, ტექნიკურ დახმარებას და ა.შ. ჩვენ უბრალოდ არ გაგვაჩნია არც საამისო სრულყოფილი ცოდნა და არც დრო, აუდის ამა თუ იმ პრობლემის გასარკვევათ დღისა თუ ღამის მანძილზე მიმოწერებში ყოფნისათვის. ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში შეგიძლიათ ინტერნეტში მოიძიოთ ინფორმაცია ან მიმართოთ შესაბამის ხელოსანს

ჯერ არ დამატებულა

ჯერ არ დამატებულა