ჟენევის ავტოსალონზე უახლოეს კვირაში გაიმართება აუდის ახალი მოდელის RS Q3–ის წარდგენა.
აღნიშნული მოდელის ძრავი 7 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფითა – S-Tronic ორმაგი მოდების ქუროთი ("ცეპლენია") იქნება, რაც 100 კმ/სთ–ის განვითარებას ადგილიდან სულ რაღაც 5,5 წამში შეძლებს.
მაქსიმალური სიჩქარე შეზღუდულია 250 კმ/სთ–მდე, საწვავის ხარჯი კი 8,8 ლიტრია (100 კ.მ–ზე).

მოდელი აღჭურვული იქნება Audi Drive Select სისტემით, რომელიც მულტიმედიური ინტერფეისით იმართება და შესაძლებელია მართვის ხასიათისა და ძრავის ხმის შეცვლა.
ავტომობილი ასევე აღჭურვილი იქნება 4X4-ზე სისტემით.
RS Q3 სტანდარტულ ვერსიაში 19 დიუმიანი დისკებით გამოვა, ხოლო კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში 20–ანითაც.
მასის გათანაბრებისათვის ინჟინრებმა აკუმლატორი საბარგულში გადაიტანეს, საბარგულის საერთო მოცულობა კი 369 ლიტრია, ხოლო იმ შემთხვევაში თუ უკანა სავარძლები დაკეცილია
საერთო ჯამში გამოდის 1 261 ლ. მოცულობის საბარგული. მოდელის საერთო მასა 1 730 კგ იქნება, რაც 165 კგ–ით მეტია ჩვეულებრივი ვერსიისაგან განსხვავებით.

RS Q3–ის კომპლექტაციაში შედის სპორტული სავარძლები ტყავითა და ალკანტარათი, პარკირებისას წრიული ხედვის სისტემა, აუდიო სისტემა – 10 დინამიკით, ქსენონები და უკან შუქდიოდებით.
მოდელის გაყიდვა შემოდგომისთვისაა დაგეგმილი, სავარაუდო ღირებულება 54 000 ევრო იქნება.
© 2011-2019, Developed and maintained by IKART.SPACE