
კომპანია Audi-მ პარიზის ავტოსალონზე განახლებული საავტორო ხაზის პირველი კომპაქტური სედანი წარმოადგინა, რომელმაც ინდექსი – RS მიიღო .
მოდელის კოდური სახელია – RS3. ოთხკარიანი ,,ლამაზმანი’’ გაცილებით ძლიერი ძრავით იქნა აღჭურვილი, ვიდრე მისი წინამორბედი.
2.5 ლიტრიანი ტევადობის ხუთცილინდრიანი აგრეგატი 367-დან 400 ცხენის ძალის სიმძლავრისაა.
ძრავი რობოტიზებულ ტრანსმისიასთან ერთადაა წარმოდგენილი და მაქსიმალურ სიჩქარეს 4.1 წამში ანვითარებს, რაც 0.2 წამით მეტია კომპანიის ჰეთჩბექთან შედარებით.
ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ-ს შეადგენს.
RS-ვერსია 25 მმ-ით დაბალია, ვიდრე სედანი A3. ახალი მოდელი 370 მმ-იანი წინა სამუხრუჭე და უკანა 310 მმ-იანი დისკებითაა აღჭურვილი.
რაც შეეხება საბურავებს, ქარხნულად ავტომობილი 19 დიუმიანი დისკებითაა წარმოდგენილი.
© 2011-2019, Developed and maintained by IKART.SPACE