დახურვა [X]
მოიწონეთ ჩვენი გვერდი:
MyAudi.Ge

AUTO UNION TYPE C

05.30.11 Category 1870


AUTO UNION TYPE C

AUTO UNION TYPE C

Grand Prix სამყაროში Mercedes Benz-ის ბატონობის ხანა დასრულდა , AUTO UNION-ს რამდნეიმე წელიწადი დასჭირდა ამის მისაღწევად, მაგრამ საბოლოოდ ისევ გენიალური კონსტრუკტორის და ინჟინერის Ferdinand Porsche ს დახმარებით შეიქმნა ახალი მძლავრი ბოლიდი 6 ლიტრიანი V16 ტიპის ძრავით და შესანიშნავი დიზაინით, რომელმაც თავისი მაღალi ეფექტურობა გამოავლინა და მრავალი გამარჯვება მოიპოვა 1936-1938 წლებში




Horch , AUDI , DKW და Wanderer-მა შექმნეს ეს გენიალური ავტომობილიFerdinand Porsche-ს და Adolph Rosenberger ის დახმარებით. ამ მანქანის შექმნის მიზეზი და კომპანიის მთავარი მიზანი ამ ტიპის რბოლებში სახელის მოხვეჭა იყო. ამ ტიპი რბოლებისთვის AUTO UNION-ს სამი ტიპის ბოლიდი ჰყავდა: TYPE A , TYPE B და მათ შორის ყველაზე მძლავრი TYPE C სწორედ ამ მანქანის შესახებ ვისაუბრებ ახლა ... 



TYPE C იყო მესამე ევოლუციის მანქანა AUTO UNION-ში ეს მანქანა არ შექმნილა მარტო Mercedes Benz ის კონკურენტად იგი მთავარი კონკურენტი იყო ისეთი ლეგენდარული მანქანების, როგორებიც არიან: ALFA ROMEO 12C-36, ASERATI V8RI, და BUGATTI 59/50. 
1836 წელს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მანქანების მონაწილეობით გაიხსნა სეზონი სადაც თორმეტი რბოლა ჩატარდა და აქედან ექვსი TYPE C-ს გამარჯვებით დასრულდა, ასე რომ მიზანი მიღწეულ იქნა და მსოფლიო ჩემპიონი Bernt Rosermeyer გახდა (Auto Union Type C პილოტი) 

 

AUTO UNION TYPE C-ს გენიალურობის მიზეზი ის იყო, რომ მის ბორბლებზე წონა მაქსიმალურად თანაბრად იყო გადანაწილებული. 6 ლიტრიანი და 16ცილინდრიანი ძრავი მანქანის შუა ნაწილში იყო მოთავსებული, რათქმაუნდა დიდი მნიშვნელობა ქონდა საწვავის ავზის წონასაც ესეც გათვალისწინებული იყო და ასევე თანაბრად გაყოფილი, მაგრამ ასეთი სიზუსტის მიუხედავად წონის 60% მაინც მანქანის უკანა თვლებს დარჩათ .
მანქანა საბოლოოდ დაუბალენსებელი გამოდიოდა რადგან , ძრავი უფრო მეტად მძიმე იყო ვიდრე მისი ყველა ნაწილი ერთად აღებული სწორედ ამიტომ დაწესდა ლიმიტი მის კორპუსზე (არანაკლებ 750კგ) ამან გაამართლა .




1936 წლის შემდეგ ამ მანქანამ კიდევ რვა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და 1938 წელს Mercedes Benz W125 უკან მოიტოვა. 

AUTO UNION TYPE C საჭესთან იჯდნენ ისეთი ცნობილი და ლეგენდარული პილოტები და მართავდნენ რბოლებს, როგორებიც არიან :Hans Stuck , Ernst Von Delius , Achille Varzi და რაღათქმაუნდა Bernt Rosemeyer .
 


მონაცემები 
ძრავი : 6 ლიტრიანი V16 ტიპის 32 სარქველით "კლაპანით"
სიმძლავრე 530-550 ( არსებობს ინფორმაცია ასევე 600 ცხენისძალაზე )
მაქსიმალური სიჩქარე 150MPH ზე მეტი ( 241 KMH ) 
დაფიქსირებული მაქს სიჩქარეები : 211 MPH (339,6 KMH ) და 252 MPH ( 404.5 KMH )