
გავრცელდა ჭორები რომ Audi აპირებდა მეტად ძლიერი R8-ს გამოშვებას, საბედნიეროდ ეს ჭორები სიმართლე აღმოჩნდა და Audi-მა მართლაც ჩაუშვა თავის სამოდელო რიგში უფრო მეტად დაკუნთული R8 რომლის სახელიც ასეთია: Audi R8 GT. სტანდარტული R8-სგან განსხვავებით R8 GT შედარებით უფრო აგრესიული და სახალისო სამართავია. ასევე მის ექსტერიერშიც მეტი აგრესია და სპორტული ხასიათია ჩაქსოვილი ვიდრე სტანდარტულ R8-ში. მის ექსტერიერს დამატებული აქვს წინა ბამპერის კუთხეებში განთავსებული აეროდინამიკური ნახშირბადის ბოჩკოვანი მასალისგან დამზადებული ლამელები, მეტად აგრესიული ნაცრისფერი მეტალიკის შეფერილობის მქონე ცხაური, ასევე დამატებული აქვს უკანა სპოილერი რომელიც ასევე ნახშირბადის ბოჩკოვანი მასალისგანაა დამზადებული, ავტომობილს დაუყენეს კარბონის მეტად აგრესიული დიფუზორიც. ავტომობილში გამოყენებული სხვა უამრავი კარბონის დეტალიც რამაც საბოლოოდ ავტომობილის დამსუბუქება და სპორტული იმიჯის შექმნა მოახერხა. ავტომობილის დამსუბუქებაში დიდი წვლილი მიუძღვის უფრო თხელ და მსუბუქ ძრავის სახურავს და დიდი რაოდენობით მინაპლასტიკური მასალის გმაოყენებას. როგორც ექსტერიერში ასევე ინტერიერშიც არის ცვლილებები. ექსტერიერის მსგავსად ინტერიერიც აგრესიული ხასიათის არის აქაც დიდი რაოდენობით არის კარბონი გამოყენებული და მისი ახალი სპორტული სავარძლები მთლიანად მინაპკლასტიკური კარბონისგან არის დამზადებული. და რაღათქმაუნდა ამ ყველაფერთან ერთად ახალი სპორტული ხასიათის დისკები და საბურავები. Audi, R8 GT-სთვის ოთხი ტონალობის სპეციალურ საღებავს გვთავაზობს ესენია: სტაფილოსფერი მეტალიკი, ვერცხლისფერი მეტალიკი, რუხი მეტალიკი და შავი მარგალიტის ფერი.
ასევე წონის დაგდების მიზნით ავტომობილი მოკლებულია ყველანაირ კომფორტს. მას ელეკტრო შუშის მამოძრავებლები და კლიმატ კონტროლიც კი არ გააჩნია. ეს ყველაფერი კი გაკეთდა იმისთვის რომ მანქანა მეტად მოქნილი, მსუბუქი, აგრესიული და მართლაც რომ GT-ის შესაფერისი ყოფილიყო.
100 კილოგრამით წონაში დაკლებული R8 GT აღჭურვილია იგივე V10 5.2 FSI ძრავით რომელიც ECU ( engine control unite )-ის პროგრამირების შედეგად ახლა უკვე 560 ცხენისძალას და 540 ნ*მ გამოიმუშავებს. ეს ძრავი მიერთებული Audi-ს R tronic ტიპის ტრანსმისიასთან. მანქანის წონის გადანაწილები შეფარდება წინა მხარე უკანა მხარესთან შემდეგნაირია 43-57 ამიტომ ინჟინრებმა გადაწყვიტეს ძრავის სიმძლავრის 85% უკანა თვლებისთვის ხოლო დანარჩენი 15 პროცენტი წინა თვლებისთვის მიეწოდებინათ მაგრამ ეს ყველაფერი არაა რადგან ავტომობილს კიდევ დამატებული აქვს ახალი მეტად ეფექტური სამუხრუჭე სისტემა და მეტას სპორტული დაკიდების სისტემა რომელიც 1 სანტიმეტრით უფრო დაბლა სწევს ავტომობილს და შედარებით უკეთესი მანავრირების საშუალებას აძლევს.
ამ მთელი რიგი მოდიფიკაციების ჩატარების შედეგად ავტომობილი 100 კმ/ს-მდე 3.6 წამში ჩქარდება და მისი მაქსიმალური სიჩქარე 320 კმ/ს უტოლდება. ავტომობილის საფასური 200 000$ შეადგენს და რაც ძალიან სამწუხაროა მისი მხოლოდ 333 ეგზემპლიარი გამოვა.



























© 2011-2019, Developed and maintained by IKART.SPACE