დახურვა [X]
მოიწონეთ ჩვენი გვერდი:
MyAudi.Ge

Audi S1

06.10.11 Category 1812


Audi S1

 

არსებობს Audi A1 ის უფრო ძლიერი ვერსიაც და მისი სახელია Audi S1. მანქანა არის იგივე 1.4 FSI ძრავით აღჭურვილი, თუმცა ახლა მას 185 ცხენისძალა აქვს. სტანდარტული მოდელისგან განსხვავებით ამ მოდელს აქვს DUAL-CHARGED ძრავი, 17 დიუმიანი დისკები, შედარებით დიდი სამუხრუჭე სისტემა და რაღათქმაუნდა აგრესიული დიზაინი. ახალი ტურბოს დახმარებით მანქანის სტანდარტული 1.4 FSI ძრავიდან, როგროც გითხარით 185 ცხენისძალა ამოიღეს და მისი 7 სიჩქარიანი კოლოფი ამ სიმძლავრეს მთლიანად წინა თვლებს მიაწვდის, დიახ ეს ერთადერთი S სერია არის AUDI ში რომელიც QUATTRO სისტემით არ იქნება აღჭურვილი. ეს მანქანა 100 კმ/ს მდე 6.8 წამში აჩქარდება და მისი მაქსიმალური სიჩქარე 227 კმ/ს (141 მლ/სთ) იქნება.


 
სტანდარტული A1 ისგან განსხვავებით ამ მანქანის პაკეტში შედის მოდიფიცირებული 1.4 T FSI ძრავი, 17 დიუმიანი დისკები რომლებიც მანქანს უფრო ელეგანტურს ხდის, ექსტერიერის პაკეტი, შედარებით ხისტი დაკიდების სისტემა, ფერადი ინტერიერის ელემენტები და LED ტექნოლოგიები, რომლებიც მხოლოდ ინტერიერში იქნება განთავსებული.


ეს ავტომობილ ყოველ 100 კილომეტრზე 5.8 ლიტრით კვეცავს მსოფლიო ნავთობის მარაგს, ხოლო მისი ფასი 24 000 ევროს შეადგენს. 

s 

s

s 

s