დახურვა [X]
მოიწონეთ ჩვენი გვერდი:
MyAudi.Ge

S-ის მსოფლიო პრემიერა ფრანკფურტში 2011

10.05.11 Category 1177


S-ის მსოფლიო პრემიერა ფრანკფურტში 2011

S-ის მსოფლიო პრემიერა ფრანკფურტში 2011

 ფრანკფურტის ავტოსალონზე აუდმა პირველად წარმოადგინა ს6, ს7 და ს8–ს მაღალი სიმძლავრის ეფექტური მოდელები. დინამიკური მახასიათებლების მეშვეობით შემცირდა საწვავის მოხმარება.

Audi S6 დაAudi S6 Avant

სპორტული ხასიათი, მდიდარი სტილი და ახალი მოდელების ნიშან–თვისებები. აღნიშნული მოდელი პასუხობს ყველა თანამედროვე მოთხოვნას, რომელიც აღჭურვილია ოთხ ცილინდრიანი V8 ძრავით (ორი ტურბინით) რაც მოიცავს მაღალ სიმძლავრეს მცირე საწვავის მოხმარებით.

ამძრავი

ორთავე მოდელი იყენებს V8 TFSI –ის 420 ცხენისძალიან ძრავს. 100კმ/სთ–ს განვითარება შესაძლებელია 4,8 წამში, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე წარმოადგენს 250 კმ/სთ–ს.

მოდელები აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიით, მათ შორის რეკუპერაციის სტარტ სტოპ სისტემით. ძრავი იყენებს ახალ სისტემას cylinder on demand, რაც იძლევა ოთხი ცილინდრის გათიშვის შესაძლებლობას (შვიდი ცილინდრიდან). აგრეგატის მუშაობა რომ შეუმჩნეველი იყოს ამ დროს აქტივირდება ხმისჩამხშობი სისტემა Active Noise Cancellation system.

რაც შეეხება გადაცემათა კოლოფს, იგი წარმატებით ინარჩუნებს აუდის სლოგანს "Vorsprung durch technik". იგი აღჭურვილია 7 საფეხურიანი ს–ტრონიკით, რაც უზრუნველყოფს გადაცემების თანაბრად დინებას. ყველა მოდელი აღჭურვილია კვადრო სისტემით (თვითბლოკირებადი დიფერენციალით და ძალის გადანაწილებით). სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია სპორტული დიფერენციალის დაყენება უკანა თვლებზე დამატებითი სიმძლავრის აქტივაციისათვის.

 

ძარა

სტანდარტული კომპლექტაციით ახალი ს6 და ს6 ავანტი აღჭურვილია პნევმოდაკიდების სისტემით, რაც მოიცავს რამოდენიმე რეჟიმს. დისკები შექმნილია უნიკალური დიზაინით (5 სპიციანი), რომლის შექმნაზეც იმუშავა დიზაინერულმა ფირმა ფაივარმ მოტორმა, რომელიც გაფორმებულია ტიტანით.

 

ინტერიერი


ინტერიერი ელეგანტური და სპორტულია. დეკორატიული ელემენტებისათვის შესაძლებელია 4 ვარიანტიდან ერთ–ერთის არჩევა – ალუმინი, კარბონი, ნატურალური ყავისფერი ხე ან მუხის ფენა.

სტანდარტულ კომპლექტაციაში შედის ელექტრორეგულირებადი სავარძლები (იმახსოვრებს მონაცემებს) და ელექტრორეგულირებადი სპორტული სავარძელი, რომელზეც ასევე ამოტვიფრულია წარწერა «S»