2010 Audi RS6 Avant by Reifen Koch

რა ხდება როდესაც გარაჟში 580 ცხენისძალიანი ავტომობილი გიდგათ? ხდება ის რომ თავს ბედნიერად გრძნობთ, ყოველ წამს გინდათ რომ თქვენი ავტომობილის გვერდით იყოთ, გარეცხოთ, გააპრიალოთ, ლამაზი სიტყვები უთხრათ, მისი ძრავის გრუხუნი მოისმინოთ. თუმცა ეს ყველაფერი ბევრად უფრო მეტჯერ გამძაფრდება იმ შემთხვევაში თუ თქვენი ავტომობილი გერმანულ ტუნინგ კომპანია Reifen Koch-ს ჩაუვარდება ხელში.
2010 წელს Reifen Koch-მა მოდიფიკაცია ჩაუტარა Audi RS6 Avant (C6)-ის ძრავს და სტანდარტული 580 ცხნეისძალა და 650ნ*მ, 700 ცხენისძალით და 800ნ*მ-ით შეცვალა რაშიც მათ დაეხმარა სპორტული ჰაერის ფილტრი, ECU (engine control unite)-ს პროგრამირება და ახალი სპორტული გამოსაბოლქვი სისტემა.
Reifen Koch-მა უფრო მეტი ელეგანტურობისთვის ავტომობილს 22 დიუმიანი ქრომირებული დისკები მოარგო რომლებიც შეფუთულია 265/30 ზომის სპორტულ საბურავებში. ამ ყველაფრის შემდეგ კი მისი მაქსიმალური სიჩქარე 331 კმ/ს გაუტოლდა.
სხვა ტექნიკური მონაცემები და პაკეტის საფასური უცნობია.




